სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცნობისმოყვარე და აქტიური ხართ. ორიგინალური პროექტების დაწყებას შეძლებთ, მაგრამ დაკვირვებულად იმოქმედეთ. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

კურო
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. განსაკუთრებით, თუ საქმე ელექტრონივთებს, ტექნიკას ეხება. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

ტყუპი
ენერგიით სავსე ხართ. დღეს უსაქმოდ ვერ გაჩერდებით. მოძრაობა სუფთა ჰაერზე განსაკუთრებით კარგია. დაიწყეთ ვარჯიში.

კირჩხიბი
მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთანაც კი სასარგებლოა გულითადი საუბრები. ფრთხილად იმოქმედეთ და ნუ გაწყვიტავთ კავშირს გავლენიან ნაცნობებთან.

ლომი
მოთმინებითა და დაკვირვებით უნდა შეასრულოთ რუტინული საქმეები. თანამოაზრეები მხარს დაგიჭერენ ახალ წამოწყებებში.

ქალწული
ახალი პროგრამების, ტექნიკის გამოყენების საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა საინტერესო ადამიანებთან მსჯელობისა და ინფორმაცის მოსაძიებლად.

სასწორი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს, საზოგადო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს.

მორიელი
ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. მარტივად მოაგვარებთ მემკვიდრეობასთან და კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მშვილდოსანი
კარგი დღეა კოლეგებთან ერთად პროექტების განსახილველად და დასაწყებად. შეიძლება ვინმესთვის მიბაძვის ობიექტი გახდეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და ნათესავებთან ერთად.

თხის რქა
სასურველის მისაღწევად გამოიყენეთ წარსულში მიღებული ინფორმაცია, ცოდნა. დახმარება სთხოვეთ გავლენიან მეგობრებს. კოლეგებისთვის რჩევებსა და დახმარებას ნუ დაიშურებთ.

მერწყული
კარგი დღე ელით შემოქმედებით და ტექნიკურ სფეროში მოღვაწეებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. მნიშვნელოვან საქმეებსა და შეხვედრებს ნუ გადადებთ გვიანი საღამოსთვის.

თევზები
კარგი დღეა კულინარიული ექსპერიენტებისა და რემონტის დასაწყებად. ახალი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. თუმცა, იდეები და ინფორმაციები ინტერნეტშიც მოიძიეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100