სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ახალი პროექტები, საქმეები გაგიტაცებთ. თუმცა, ძველსაც ნუ მიივიწყებთ. პატივი ეცით ტრადიციებს. გარშემო მყოფების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

კურო
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და ეცადეთ, სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ. დახმარებისთვის ნუ მოგერიდებათ ახლობლების შეწუხება. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

ტყუპი
დააკვირდით მოვლენებს, ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა სასურველი ნივთების შესაძენად. მიუხედავად, თქვენი კონტაქტურობისა, შეამცირეთ ურთიერთობები.

კირჩხიბი
მოერიდეთ ენთუზიაზმის გამოვლენას, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. ნუ მოექცევით მკაცრ ჩარჩოებში, საკუთარ თავს მეტი თავისუფლება მიანიჭეთ. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი
მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ, მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. თუმცა, ემოციების გამოვლენას მოერიდეთ. აღადგინეთ საოჯახო ტრადიციები.

ქალწული
იღბალი მცირე სიურპრიზებს გიმზადებთ. მეტად დაისვენთ, დრო დაუთმეთ სულიერი ძალების აღდგენას. გაანახლეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან, ნათესავებთან. მათ გვერდით იგრძნობთ თავს მშვიდად და დაცულად.

სასწორი
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ტრადიციული გზებით იმოქმედეთ და ეცადეთ, ასე მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესსა და საქმიანობაში. გაიხსენეთ ბავშვობა და შეეხმიანეთ ბავშვობის მეგობრებს.

მორიელი
უმჯობესია, კი არ იოცნებოთ არამედ, იმოქმედოთ. იყავით მეტად მოსიყვარულე ახლობლების მიმართ. კარგი დღეა, სწავლისა და ინფორმაციების მისაღებად. ზოგიერთი ემიგრაციაზე დაფიქრდება.

მშვილდოსანი
შეეხიანეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში, საქმეების მოგვარებაში. გადახედეთ საკუთარ ქონებას, იქნებ მას მეტი დაცვა სჭირდება.

თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ადამიანებთან. იყავით მეტად დელიკატური და დიპლომატიური, რათა არ დაუშვათ განმეორებითი შეცდომები. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანისადმი.

მერწყული
გაგიმართლებთ ტექნიკურ და ინტელექტუალურ სფეროებში. გამოცდილ პარტნიორებთან ერთად იმოქმედეთ. მეტი დრო გაატართ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მზრუნველობით გაგანებივრებენ.

თევზები
საქმიან პარტნიორებს შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაუნიშნეთ. მეტად გამოავლინეთ ისეთი გრძნობები, როგორებიცაა: მზრუნველობა, სულიერება, მგრძნობიარობა. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100