სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ყველა დაგეგმილი საქმე გამოგივათ. ნურც მონოტონურ საქმიანობასა და ყოველდღიურ ვალდებულებებს შეუშინდებით. ზოგიერთს პროფილაქტიკური შემოწმება, აფთიაქში ვიზიტი ელის.

კურო
მშვიდი, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, რომლებსაც ავტომატურად შეასრულებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. სიყვარული მზრუნველობით გამოხატეთ. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

ტყუპი
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში. კონკრეტულ საქმეს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან, გამოთქმისას.

კირჩხიბი
თუ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი გაწუხებთ, ვერაფერი შეგიშლით ხელს შრომაში. თუმცა, ნუ მოგერიდებათ და გარშემო მყოფებს დახმარება და რჩევა თამამად ჰკითხეთ.

ლომი
ორიგინიალური იდეების განხორციელება გვერდზე გადადეთ და მეტი დრო ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ. ეცადეთ, დეტალებს ჩაუღრმავდეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. საღამო პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენას დაუთმეთ.

ქალწული
ხშირად მოუსმინეთ შინაგან ხმას და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნუ დაარღვევთ პირობებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. დაწყებულებში გამოასწორეთ უზუსტობები. საღამო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. ღიად ნუ გამოხატავთ თქვენს კავშირს რომელიმე ჯგუფთან, კოლექტივთან.

მორიელი
საქმეების მოგვარებაში სწორი ანალიზი და ჯანსაღი კრიტიკა დაგეხმარებათ. ეცადეთ პარტნიორად ერთგული და გონიერი თანაშემწე გყავდეთ. გაიუმჯობესეთ მეგობრული კავშირები.

მშვილდოსანი
დღეს მეტად მოგეთხოვებათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ეცადეთ, ხალხს სიხარულთან ერთად სარგებელიც მოუტანოთ. მუშაობისას დაუკვირდით ნიუანსებს. იყავით აკურატული.

თხის რქა
თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ისე მოიქეცით, როგორც თავად გსურთ. გაგიძლიერდებათ ინტერესი მედიცინისა და მეცნიერებისადმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებთან.

მერწყული
ახალი იდეების განხორციელებაში დაწყებული საქმეები და მათში შეცდომების გამოსწორება შეგაფერხებთ. კრიტიკული გარშემო მყოფებისადმი კი არა, საკუთარი თავისადმი, ჩვევებისადმი უნდა იყოთ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ წვრილ-წვრილი საკითხების მოგვარებას. უარი არ თქვათ ვალდებულებებსა და ახლობლების დახმარებაზე. კარგ განწყობაზე ხართ, გაიუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100