სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ინიციატივის გამოსავლენად და თანამოაზრეებთან ერთად ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე, მიზნის მისაღწევად ხანმოკლე კავშირის შესაქმნელად.

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, კოლეგებთან. ფული მოზომილად, მეუღლესთან შეთანხმებულად ხარჯეთ. სიახლეებს მშვიდად უნდა შეხვდეთ.

ტყუპი
დღეს მოვლენების დამკვირველად უფრო გამოდგებით, ვიდრე მონაწილედ. სხვებისგან შეგიძლიათ გამოცდებიც კი ჩაიბაროთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში.

კირჩხიბი
გაიუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან, საოჯახო პირობები. გახსოვდეთ, რომ მონდომების გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ახლის მისაღწევად ზოგიერთ ძველზე უარი უნდა თქვათ.

ლომი
ახალი საქმეების დაწყებისას მეტი იმედი საკუთარი თავი უნდა გქონდეთ, ვიდრე პარტნიორის. თქვენი დახმარება შეიძლება მეგობრებს დასჭირდეთ და უარი არ უთხრათ.

ქალწული
მეტ ყურადღებას საჭიროებს ფინანსური საკითხების მოგვარება. კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად. პრესტიჟისთვის შეგიძლიათ რაიმე ნივთები შეიძინოთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი, სიანტერესო ადამიანო გამოჩნდება.

სასწორი
დღეს ნუ გადაიტვირთვებით ფიზიკურად. დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ჰარმონიული გახდება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.

მორიელი
ახალი საქმეები ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად უნდა დაიწყოთ. თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლის დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
წარმატების მისაღწევად წყვილში ან კოლექტივთან ერთად უნდა იმუშაოთ. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროსა და პოლიტიკის წარმომადგენლებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
ახალ გარემოსა და სიახლეებს სწრაფად შეეგუებით. კარგი დღეა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.

მერწყული
ზოგიერთი ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტს, ზოგი - მის გაფართოებას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. კარგი დღეა პროგრამირებისა და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

თევზები
ახალი გასართობი და გატაცება (შეიძლება სასიყვარულოც) გამოგიჩნდებათ. მოერიდეთ შოპინგს, ყველა ლამაზი აქსესუარისა და სამოსის შეძენა მოგინდებათ. საღამო ნათესავებისა ან თანამოაზრეეების გარემოცვაში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100