სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები და გადაინაწილეთ მოვალეობები. მოუსმინეთ გარშემო მყოფების აზრს. მართალი რომც იყოთ, დომინანტობას მოერიდეთ, დაიცავით სამართლიანობა.

კურო
ჰარმონიული დღე გელით. გააუმჯობესეთ საჭირო კონტაქტები. მოერიდეთ სტრესს, უსიამოვნებას. კოლექტივში საკუთარი წესები დიპლომატიურად დაამყართ.

ტყუპი
დღეს მნიშვნელოვანი საკითხებია: პირადი ცხოვრება და კარიერა. რამდენიმე ვარიანტიდან თქვენთვის მისაღები უნდა შეარჩიოთ. თუმცა, მხიარულ ხასიათზე ხართ და ყველაფერს გართობის თვალით უყურებთ.

კირჩხიბი
ნუ გადადებთ დღევანდელ საქმეებს სამომავლოდ. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებების შესრულებას. ნუ გაიხსენებთ წარსულს, განსაკუთრებით, უსიამოვნო მომენტებს.

ლომი
მინიმალური ძილისხმევით მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ. იყავით ტაქტიკური და გაუღიმეთ მათ, ვინც გამარჯვებაში დაგეხმარათ. სამომავლოდ, ნიჭიერი და ერთგული ადამიანები პარტნიორებად დაიტოვეთ.

ქალწული
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომელთა დახმარებითაც შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სამართალდამცველებთ და ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.

სასწორი
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ და ნუ შეასრულებთ სხვების საქმეებს. საკუთარი სურვილები დიპლომატიურად გამოხატეთ.

მორიელი
დღეს ზოგიერთ მეგობართან, პარტნიორთან დამშვიდობება მოგიწევთ. მაგრამ თუ თავად ხართ დამნაშავე, ბოდიშის მოხდა ნუ გაგიჭირდებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მშვილდოსანი
გააგრძელეთ ან დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, კოლეგებთან. ნუ ეცებით ლიდერობას. საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის მოხვევას.

თხის რქა
დღეს უნდა იყოთ ცნობისმოყვარე და დიპლომატიური. ეცადეთ, სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოთ ხოლმე. მოერიდეთ გადამეტებას, როგორც ფიზიკური აქტიურობისას, ასევე კვებისას.

მერწყული
რაც უფრო მეტად დაეხმარებით გარშემო მყოფებს, მით მეტად აიმაღლებთ მათში ავტორიტეტს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან/პარტნიორებთან. ზოგიერთი საზღვარგარეთ სასწავლებლად, ბიზნესის გასაფართოებლად გადაწყვეტს გამგზავრებას.

თევზები
საქმიანი შემოთავაზებები დაკვირვებულად განიხილეთ. ეცადეთ ბალანსი დაიცვათ ურთიერთობაში (სასიყვარულოშიც), კანონდამცველებთან დამოკიდებულებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100