3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გწამდეთ წარმატების და ნურც რთული მისიების შესრულება შეგეშინდებათ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოფიციალურ პირებთან. თქვენი წარმატებით მშობლები, გარშემო მყოფები გაახარეთ.

კურო
დაისახეთ გონივრული და პრაქტიკული მიზნები. იყავით ცოტა მეტად გაბედული. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ერთგული პარტნიორი, ნათესავი.

ტყუპი
ნუ დაკარგავთ დროს ფუჭ საქმეებს, ალტერნატივის მოძიებაზე. დაკვირვებულად შეასრულეთ ყოველდღიური ვალდებულებები. ენდეთ მათ, ვისაც თქვენთვის იმედი არასდროს გაუცრუებიათ, საყვარელ ადამიანს.

კირჩხიბი
საქმიანი კონკურენცია და სხვისი პრობლემების მოგვარება უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მშვიდად შეხვდით სასიყვარულო პარტნიორის მოთხოვნებსაც. მოერიდეთ სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს.

ლომი
დღეს ადამიანებს მეორე შანსი უნდა მისცეთ. ნუ გადააქცევთ ბუზს სპილოდ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს სათქმელი მათთვის გასაგებ ენაზე, გარკვევით აუხსნათ.

ქალწული
დღეს ზედმეტად გაწონასწორებული ხართ და ყველაფრის სისტემატიზიაცია, მოწესრიგება მოგინდებათ. სიფრთხილე გმართებთ სპორტში, სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილებთან მიმართებაში. აგრეთვე, ტექნიკასთან.

სასწორი
დიპლომატიურობა და ცივსისხლიანობა უნდა გამოავლინოთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ერთმანეთს შეიძლება ახალმა გატაცებამ კიდევ უფრო დაკავშიროთ.

მორიელი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, საქმიანი შეხვედრების, მგზავრობისა და ჰობისთვის. მეტი დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების შედგენისას, ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

მშვილდოსანი
სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება მატერიალური საკითხების გამო დაგეძაბოთ. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან.

თხის რქა
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი გეგმა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას მავნე საკვებით. გაფრთხილდით, ნუ ჩაერთვებით ავანტიურულ საქმიანობაში, ნუ ეცდებით სხვების პრობლემების მოგვარებას.

მერწყული
მეტად დაფიქრდით პროფესიონალურ განვითარებაზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, კომპიუტერული ფაილები.

თევზები
მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში; დრო და ენერგია მოზოლილად ხარჯეთ. მოერიდეთ ექსტრავაგანტურ ადამიანებთან მიმსგავსებას. მოზომილად ხარჯეთ ფული. მგზავრობის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ მარშრუტი.

კომენტარი