სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აზარტული და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ საქმეების, ვალდებულებების შესრულება. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს არ უნდა ენდოთ. შეიძლება შემოგეხმიანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობარი.

კურო
წარმატება გელით მოგზაურობასთან, საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით. შეიძლება საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ძველი პარტნიორისგან. ცოტა რისკი დასაშვებია.

ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. ეცადეთ, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, არ ენდოთ დანაპირებს (ახლობლისაც კი). მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებიც საიმედოობას არ იწვევენ თქვენში.

კირჩხიბი
ცოტა საკუთარი თავის გახალისებაზეც იზრუნეთ. დაუმეგობრდით ახალი გუნდის წევრებს, დაიწყეთი საქმეები; შეგიძლიათ საკუთარი თავი ახალ სფეროშიც გამოსცადოთ.

ლომი
სიახლეების დღეა. შეიძლება, ახალი მეგობრები გაიჩინოთ. შეიძლება სიტუაციები განმეორდეს, მოსალოდნელია დამთხვევებიც. მეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული
მოულოდნელობები გელით ოჯახში. შეიძლება მეგობრები გესტუმრონ. მოერიდეთ გურკვეველ სიტუაციებს, ფრაზებს. იყავით მხიარული და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას.

სასწორი
ცნობისმოყვარე და მხიარული ხართ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სიახლეებისთვის. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, ერთად იმოგზაურეთ.

მორიელი
დღეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. დათანხმდით სარფიან შემოთავაზებას, შეიძინეთ მოწონებული ნივთი. შანსი მოგეცემათ იმოგზაუროთ, შემოქმედებით საღამოს დაესწროთ.

მშვილდოსანი
კარგი დღე ელით მოგზაურ და შვებულებაში მყოფ ნიშნებს. პოზიტიური სიახლეები და თვალსაწიერის გაფართოება გელით. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული თავგადასავალიც.

თხის რქა
იყავით მეტად მეგობრული, ცნობისმოყვარე და პოზიტიურ განწყობაზე. მოერიდეთ წვრილმანების გამო გარშემო მყოფებთან კამათს. თუ რამე საქმიანობა არ მოგწონთ, უარი მაინც არ თქვათ, გამოცდილებას მიიღებთ.

მერწყული
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საღამოს მოიწყვეთ დღესასწაული. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნეთ.

თევზები
მეტად დაისვენეთ, იმხიარულეთ და მიიღეთ პოზიტივი. სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ. კარგი დღეა შემეცნებითი-გასართობი საღამოს მოსაწყობად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100