სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიახლეების, პოზიტივის დღეა. ცოტა ხნით დაივიწყეთ რუტინა და მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, ბავშვებს, სიყვარულს. კარგი დღეა დასვენებისთვის.

კურო
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბიზნესაქმეები, დეტალები. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამო ბავშების გართობას, აღზრდას დაუთმეთ.

ტყუპი
ცვლილებების მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ადამიანები გამოჩნდნენ. ზოგიერთი სწავლას გადაწყვეტს. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული პროგრამები, მსახიობის ოსტატობა.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალურ მდგომარეობა, საქმიანი კავშირები. შეძლებთ ნიჭის გამოვლენას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. მეტი დრო დაუთმეთ შვილების სწავლას. ზოგიერთი კირჩხიბის შვილს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება.

ლომი
თავისუფლებისა და საჩუქრების დღეა. შეიძლება იმიჯის შეცლა გადაწყვიტოთ ან ცხოვრებაზე შეგეცვალოთ წარმოდგენა. ზოგიერთი საზღვარგარეთ ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს.

ქალწული
დილიდან ოპტიმიზმით განეწყვეთ. არ გაგიჭირდებათ შთაგონების წყაროს მოძებნა. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კოლექტიურ საქმიანობაში. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს, მაგრამ ნურც ახალ თანამოაზრეებთან გაიფუჭებთ ურთიერთობას.

მორიელი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. განსაკუთრებით იმ ნიშნება, რომლებსაც კარდინალურად სურთ ცხოვრების შეცვლა. საღამო მშვიდ, მეგობრულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. შეიძლება თავადაც გაგიკვირდეთ, მაგრამ გაგიმართლებთ იმ საქმეებშიც კი, რომლის იმედიც უკვე აღარ გქონდათ. კარგი დღე ელით პოლიტიკოს და პედაგოგ ნიშნებს. თუ ისვენებთ, არ გამოაკლდეთ გასართობ ღონისძიებებს.

თხის რქა
დღეს თქვენს არჩევანზე ბევრია დამოკიდებული. იყავით პოზიტიური. მცირე რომანტიკული თავგადასავალი ან ახალი ჰობი ცხოვრებას გაგიხალისებთ

მერწყული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დღე გელით. თუ საყვარელი ადამიანი იზიარებს თქვენს სურვილებს, გააუმჯობესეთ ურთიერთობა, თუ არა, მეგობრებად დარჩენა გელით.

თევზები
ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების ათვისება მოგიწევთ. შეიძლება სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. კარგი დღე ელით მხატვრებს, გიდებსა და ბავშვებთან მომუშავეებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100