სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიახლეებს მშვიდად შეხვდით. კარგი დღეა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. დაესწარით შემეცნებით ლექციებს.

კურო
თუ ხვდებით, რომ ასეთ მდგომარეობას ვერ უძლებთ, შეიცვალეთ გამო, სიტუაცია. გაწყვიტეთ მომაბეზრებელი, დამთრგუნველი კავშირები.

ტყუპი
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. აგრეთვე, დამოკიდებულება ბავშვებთან საკუთართან და პარტნიორის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუ მეტ ინიციატივას გამოიჩენენ.

კირჩხიბი
სეირნობის, ფულის ხარჯვისა და რომანტიკის განწყობაზე ხართ. ეცადეთ, სასიამოვნო სასარგებლოსაც შეუთავსოთ. მეტად გამოავლინეთ ტალანტი.

ლომი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს თქვენთან გაჯიბრებას ვერავინ შეძლებს. თუ სამუშაო არ გაქვთ, დატკბით დასვენებით, რომანტიკით.

ქალწული
სიზარმაცის, ჭირვეულობისა და დასვენების დღეა. თუ აუცილებელი საქმეები არ გაქვთ, დღე პასიურად გაატარეთ. მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ.

სასწორი
აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. ჩამოწერეთ მოქმედების გეგმა. უმჯობესია, ახალი საქმეები ორშაბათიდან განახორციელოთ და მანამდე დაისვენოთ, გაერთოთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, დატკბით მომენტით.

მორიელი
პოზიტიურ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, საღამომდე ასე იყოთ. კარგი დღეა სამსახურის, დამატებითი შემოსავლის საძიებლად. აგრეთვე, განვითარებისა და წინსვლისთვის.

მშვილდოსანი
დღეს შეიძლება გაგიტაცოთ გეოგრაფიამ, ფილოსოფიამ, სამსახიობო ოსტატობამ. კარგი დღეა სამოგზაურო მარშრუტის დასაგეგმავად, თვალსაწიერის გასაფართოებლად.

თხის რქა
თუ გარშემო - კლიენტები, პარტნიორები, დამკვეთები - ყველა ისვენებს, რატომ არ გსურთ თავადაც გაემგზავროთ ქალაქგარეთ? კარგი დღეა წმინდა ადგილების მოსანახულებლად, ლოცვისთვის.

მერწყული
მარტოს გაგიჭირდებათ. გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და ერთად იმხიარულეთ. თუ სამსახურის საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, კოლეგებთან ერთად იმოქმედეთ.

თევზები
წინააღმდეგობები არ გელით, თავისუფლად მოქმედების შანსი მოგეცემათ. მეტად გამოავლინეთ ნიჭი, დისციპლინა. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100