11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აკონტროლეთ ემოციები, რათა აირიდოთ კონფლიქტების. მოერიდეთ ზედმეტობას. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. შუა დღის შემდეგ საშუალება მოგეცემათ თქვენი იდეები გარშემო მყოფებს მარტივად აუხსნათ.

კურო
იყავით მაქსიმალურად კორექტული და დაკვირვებული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ეცადეთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და მეტი იმუშაოთ.

ტყუპი
მუშაობისას კარგ შედეგს მიაღწევთ, თუ თქვენსავით აქტიურ და გონიერ ადამიანებთან გაერთიანდებით. იყავით დაკვირვებული სხვათა საქციელის მიმართ. კარგი დღე ელით ლიტერატურისა და რეკლამის სფეროში მომუშავეებს.

კირჩხიბი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. დილიდანვე შეადგინეთ მასტერ-კლასების, შეხვედრებისა და გადაადგილების გრაფიკი. აკონტროლეთ კოლეგები და სიტუაცია.

ლომი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. მიზნების განხორციელებაში არაფერი შეგიშლით ხელს. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

ქალწული
გამონახეთ დრო საბინაო საკითხის მოსაგვარებლად. ნუ გადადებთ რემონტსა და რეკონსტრუქციას. ზოგიერთი საკუთარი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს. მატერიალურ დახმარებას მეგობრებისგან მიიღებთ.

სასწორი
შეიძლება ყველა გეგმა ერთდროულად ვერ განახორციელოთ და ამის გამო ნუ დაღონდებით. ახალ ნაცნობობს თანამოაზრეებად და პარტნიორებად გაიხდით. კარგი დღეა მიმოწერისა და მიმოსვლისთვის.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. შანსი მოგეცემათ ფული გამოიმუშაოთ ინტერნეტის მეშვეობით. ზოგიერთს ვირტუალური, რომანტიკული ნაცნობობა ელის.

მშვილდოსანი
ეცადეთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს. როგორც კი თვალს მოადუნებთ საქმეებს, პრობლემები გაგიჩნდებათ. მოერიდეთ ინტრიგებს, ინფორმაციის გაჟონვას.

თხის რქა
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. იყავით ოპტიმისტური და მეტად თამამი. სანამ ახალ საქმეს დაიწყებდეთ, ჯერ მორალურად განეწყვეთ მისთვის.

მერწყული
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. თუმცა, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. როგორც გარშემო მყოფების (შეიძლება გაიძვერა ადამიანი ცდილობდეს თქვენთან დამეგობრებას, ფული ან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით), ასევე სიტუაციების მიმართ.

თევზები
დღეს საშუალება მოგეცემათ დაისვენოთ და გაერთოთ. ეცადეთ, ლამაზი სიტყვით და ქცევით, ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და არ შეილახოს თქვენი უფლებები.

კომენტარი