სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა მოვიშოროთ კანიდან აკნეს შედეგად დარჩენილი შრამები?

აკნე უამრავი ადამიანის პრობლემაა და ეს მხოლოდ მდედრობით სქესს არ ეხება, თუმცა ქალები უფრო მეტად ცდილობენ სახის კანი იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანონ სხვადასხვა პროცედურებით. მართალია, აკნეს მოშორება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რჩება ნაწიბურები, რომელიც არც თუ ისე ესთეტიურად გამოიყურება.

დრონი.ჯი გთავაზობთ რჩევებს, რათა აკნეს შემდგომი ნაწიბურები მარტივად მოიცილოთ სახიდან და დაიბრუნოთ ჯანსაღი იერი:

გამოიყენეთ სახის კრემი, რომელიც შეიცავს მჟავებს: ნიღაბი, ლოსიონი ან სახის კრემი, რომელიც შეიცავს სპეციალურ მჟავებს, სახის კანს უბრუნებს იდეალურ იერს და მიი გამოყენება ყოველთვის იძლევა შედეგს, თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს არც თუ ისე მალე მოხდება. სანამ სასურველ შედეგამდე მიხვალთ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, დაახლოებით 1-2 თვე. მთავარია ის, რომ სახეს საფუძვლიანად წმენდს და ნაწიბურებსა და შრამებს საბოლოოდ აქრობს.

თავის მოვლის ყოველდღიურ საშუალებებს დაუმატეთ ალოე ვერა: არ იჩქარო ძვირიანი კრემების შეძენა, რომლებიც აკნეს ნაწიბურებისთვის გამოიყენება, რადგან ბევრად იაფი და ეფექტურია სახის კანზე ალოე ვერა. ამას დერმატოლოგებიც ხმამაღლა აღიარებენ. მისი მოხმარება ყოველ დღე არის შესაძლებელი - წაისვით ალოეს წვენი პრობლემურ ადგილებზე და შედეგს 2 კვირაში დაინახავთ - შრამები და ნაწიბურები მალევე დაპატარავდება და საბოლოოდ გაქრება.

გამოიყენეთ კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს: იმისათვის, რომ ტონალურმა კრემმა ან კორექტორმა თქვენი ნაწიბურები კიდევ უფრო არ გაართულოს, გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს. ის ეხმარება თქვენს კანს, გაუმკლავდეს სხვადასხვა ნაწიბურსა თუ გამონაყარს.

რეგულარულად გამოიყენეთ სახის სხვადასხვა ნიღაბი: იმისათვის, რომ გამონაყარი და ნაწიბური გაქრეს კანიდან, სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას, გამოიყენოთ სპეციალური ნიღბები, რომლებიც შრამებსა და ნაწიბურებს ებრძვის, ასე მაგალითად კვერცხის ცილის ნიღაბი ან ლიმონის წვენი.

აპარატული კოსმეტიკა: თუ თქვენი ნაწიბურები არ ექვემდებარება მკურნალობას სახის კრემებითა და მედიცინური საშუალებებით, არსებობს კიდევ აპარატული კოსმეტიკა, მაგალითად სუბსიზია, დერმაბრაზია, აუგმენტაცია, ლაზერული პროცედურა, კრიოდესტრუქცია და ა.შ. რომელიც კიდევ უფრო ეფექტურია. თუმცა, სანამ ამ საშუალებას მიმართავთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია საკუთარ კოსმეტოლოგთან, რომელიც თქვენი კანის შესაბამის აპარატურულ კოსმეტიკას გირჩევთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100