სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი ექსპერიმენტებისა და კრეატივის განწყობაზე ხართ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები. იყავით მეტად დისციპლინირებული. დაემორჩილეთ უფროსის მითითებას, კლიენტის დაკვეთას.
კურო
კარგი დღეა ახალი გეგმის შესადგენად, ახალი საქმის დასაწყებად. გამარჯვება გელით პროფესიულ კამათსა და სამართლებრივ დავაში. შეიძლება მიაღწიოთ შეთანხმებას.

ტყუპი
შემოწმების, ინვენტარიზაციისა და ინსპეცირების წინაშე აღმოჩნდებით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, საბუთებს, სამედიცინო და საგადასახადო საკითხების განხილვისას. ენდეთ მხოლოდ სანდო წყაროს.

კირჩხიბი
დღეს ყურადღების ცენტრში ხართ. იყავით დაკვირვებული და ღირსეულად იმოქმედეთ რთულ სიტუაციაშიც კი. მიუხედავად მოულოდნელობებისა, კარგი დღეა კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებისთვის.

ლომი
მუშაობისას იყავით დაკვირვებული. დაიცავით სტანდარტი, წესები (მათ შორის, უსაფრთხოებისაც) და გაითვალისწინეთ უფროსის მითითება. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. შეიძლება მკურნალობის ახალ მეთოდზე გადახვიდეთ.

ქალწული
წარმატებული დღე გელით შემდეგ სფეროებში: პროფესიული წინსვლა, რომანი, შვილების აღზრდა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად დღეს ყველაზე მეტად სენტიმენტალური იქნებით.

სასწორი
დაანებეთ თავი წვრილმანებს და მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანეთ თქვენი ყურადღება. ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. ფიზიკურად და გონებრივად იმუშავეთ. ჩამოწერეთ საოჯახო ბიუჯეტი.

მორიელი
შეხვედრების, ახალი იდეებისა და გეგმების განხილვის დღეა. აგრეთვე, კონსულტაციებსა და რჩევის მისაღებად. შეიძლება შეგეცვალოთ ჩვეული რეჟიმი, მარშრუტი, კომუნიკაცია. საოჯახო საკითხები ნათესავებთან ერთად შეათანხმეთ.

მშვილდოსანი
ნუ დახარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გაქვთ და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მეგობრები ან ნათესავები დაგეხმარებან. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შევსებისას, საყიდლებისას. მოსალოდნელია გართულება ბარათის, ტერმინალის გამოყენებისას.

თხის რქა
დღეს უნდა მოახდინოთ ფაქტების გაანალიზება, წარსულზე დაკვირვება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. მოიმატებს ნერვიულობა ეცადეთ, ძალები არ დახარჯოთ არაფრისმომცემ საქმეებსა და ურთიერთობებზე.

მერწყული
ნუ იქნებით სიახლეების დამნერგავი, ნუ ეცდებით, ლიდერის თვისების გამოვლენას, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. განიხილეთ ახალი გეგმა. დაიწყეთ ახალი პროექტის განხილვა. შეიძლება შეგეცვალოთ ურთიერთობა უცხოელებთან, კანონმდებლებთან.

თევზები
მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობაში. აგრეთვე, მეგობრულ და სასიყვარულო სფეროებში. თუ საზღვარგარეთ აპირებთ სამუშაოდ ან საცხოვრებლად წასვლას, დღესვე დაიწყეთ ახალი კანონის, წესების შესწავლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100