სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა რუტინული საქმეების მოსაგვარებლად. თუ კარიერაზე ოცნებობთ, იცოდეთ, რომ თქვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. იყავით მეტად შრომისმოყვარე და აკურატული. დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ გამაჯანსაღებელი გიმნასტიკა და ექიმთან ვიზიტიც.
კურო
არ იზარმაცოთ და დაკარგოთ დრო. გაგიმართლებთ, თუ მიზანმიმართულად იმოქმედებთ. თუ პარტნიორთან ურთიერთობა გააუმჯობესეთ, ერთად დაგეგმეთ ბავშვების აღზრდის საკითხი; განაახლეთ პროექტები.

ტყუპი
სამსახურის და საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ. თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, მათი მოგვარების უამრავი გზა გამოგიჩნდებათ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მოერიდით არაფრისმომცემ ფიზიკურ გადატვირთვას.

კირჩხიბი
დღეს სწრაფად უნდა მოაგავროთ დაგროვილი საკითხები. მოსალოდნელია შეხვედრები და მივლინება. წარმატება გელით სპორტის, მედიცინისა და ტექნიკის სფეროში.

ლომი
დღესასწაულის, დასვენებისა და შემოქმედების განწყობაზე ხართ. მაღაზიაში წასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია. უმჯობესია, აუცილებელი ნივთები შეიძინოთ და არა ფუფუნების საგნები.

ქალწული
დღეს უნდა გამოავლინოთ სიბრძნე, საუკეთესო საქმიანი თვისებები და ცოტა აფერისტობა. კარგი დღეა ტექნიკასთან, მექანიზმებთან და მედიკამენტებთან სამუშაოდ. მოიმატებს სექსუალური აქტიურობა.

სასწორი
შეიძლება გარშემო მყოფებმა ჩაგითრიონ მათ პრობლემებში. თუმცა, ეცადეთ, საკუთარი საქმეები არ დაგრჩეთ მოუგვარებელი. ნუ დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს, კონსულტაციებს. სიამოვნებას მოგანიჭებთ ინტელექტუალური საქმიანობა.

მორიელი
კრიტიკული და

დაკვირვებული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაგროვილი საქმეების მოგვარება. მით უმეტეს, რომ გამოგიჩნდებათ ერთგული პარტნიორები. თუმცა, ნუ ეცდებით, ეუფროსოთ მათ.

მშვილდოსანი
ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ არ გაანაწყენოთ პარტნიორები, კლიენტები. წარმატება ელით სპორტის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროში მომუშავეებს. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება. დახმარებას მიიღებთ უცხოეთში მცხოვრები ადამიანებისგანაც. მოსალოდნელია კონტაქტი სამედიცინო, რელიგიური და სამხედრო სფეროს წარმომადგენლებთან. პერსპექტიული იქნება ნაცნობობა - პირადიც და საქმიანიც.

მერწყული
დაკვირვებულად იმოქმედეთ და ნაბიჯ-ნაბიჯით შეუდექით საქმეების მოგვარებას. კარგი დღე ელით კარიერული წინსვლით დაინტერესებულ ნიშნებს. შეძლებთ დაისახოთ მიზანი და აიყოლიოთ თანამოაზრეები.

თევზები
კონკურენტები სიმყარეზე გამოცდიან თქვენს ფსიქიკას. ნუ შეუშინდებით გამოწვევებს. მეუღლემ შეიძლება ეჭვიანობის სცენები მოგიწყოთ. თუმცა, დღეს ყველა დარტყმას გაუძლებთ. შეამცირეთ კონფლიქტები და მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100