10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გაერკვიეთ კრედიტებსა და ვალებში. ოჯახის წევრების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს მიაქციეთ ყურადღება.
კურო
საზღვარგარეთიდან მიიღებთ დახმარებას. თუ ხვდებით, რომ თავად ვერ უმკლავდებით სიტუაციას, იურისტს მიმართეთ. დაიცავით წესები, შეადგინეთ კონტრაქტი დაქორწინების თუ აპირებთ.

ტყუპი
იყავით ანგარიშიანი და დაკვირვებული. დაუფიქრებლად მარტივი საქმეც არ შეასრულოთ. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი და ჯანმრთელობისადმი.

კირჩხიბი
დღეს მიხვდებით, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ერთგული მოკავშირე. დაარეგულირეთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან.

ლომი
რაც უფრო მეტად იქნებით ორგანიზებული და დისციპლინირებული, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ პროფესიაში. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. შეიძლება ძველ სამუშაო ადგილს დაუბრუნდეთ, ძველ კოლეგებს შეხვდეთ.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად ბიზნესსაკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება ძველ რომანს დაუბრუნდეთ. გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

სასწორი
მოაგვარეთ საოჯახო, სასიყვარულო და პროფესიული საკითხები. გადაიხადეთ ვალები და გადასახადები. ზოგიერთი

ახალი ბინის შეძენაზე დაფიქრდება.

მორიელი
კონსტრუქციული დიალოგი ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ. იყავით თავშეკავებული. აკონტროლეთ გამონათქვამები. თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

მშვილდოსანი
ფინანსებისა და დოკუმენტების მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ. ნუ დაივიწყებთ სწორ კვებას. თუ არ გსურთ, "შავი სამუშაოს" შესრულება, ერთგული და შემსრულებელი თანამშრომელი უნდა მოიძიოთ.

თხის რქა
ყველაფრისადმი კონტროლი და სიზუსტე გმართებთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები. ზუსტად შეასრულოთ მითითებები. განსაკუთრებით ექიმის.

მერწყული
თუ ხვდებით, რომ რაღაც საქმეები არ გამოგდით, შეცდომები წარსულში უნდა ეძებოთ. სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. აკონტროლეთ ფინანსები.

თევზები
დაისახეთ მიზანი, ჩამოწერეთ დღის განრიგი, გეგმა და ეცადეთ, მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხების შეასრულოთ. ნუ მოცდებით გართობაზე. უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხიან ნივთებს.

კომენტარი