სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოულოდნელი და ახალი იდეების დღე გელით. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი მარტივად გადაწყვიტოთ. ზოგიერთი გეგმებისა და სურვილების განხორციელებას შეძლებს. თანამოაზრეებს ინტერნეტით იპოვით. კურო მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ იქნებით, დაიხმარეთ ერთგული მეგობრები ან თანამედროვე ინსტრუმენტები გამოიყენეთ. შეიძლება კოლეგები დაგეხმარონ რუტინული საქმეების მოგვარებაში. ტყუპი კარგი დღეა ინტერნეტნაცნობებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საზღვარგარეთ ბიზნესის გასაფართოებლად ან უცხოეთში სწავლის დასაწყებად. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ. კირჩხიბი ის, რაც უკვე იცით ან კარგად გამოგდით გვერდზე გადადეთ და სიახლეები მოსინჯეთ. შეიძლება, სასურველის მისაღწევად, ცოტა გარისკოთ. საოჯახო და სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას მეტად გამოიყენეთ წარსულში მიღებული ცოდნა და ძველი ინსტრუმენტები. ლომი პრობლემების მოგვარებას მარტო ნუ შეუდგებით, ერთგული თანამოაზრეები დაიხმარეთ. დღეს მეფესთანაც უნდა გამონახოთ სართო ენა და მუშასთანაც. იყავით მეტად მეგობრული და დემოკრატიული. ქალწული არასტანდარტული საქმეების შესრულება მოგიწევთ და მეტად უნდა მოინდომოთ. გამოიყენეთ ძველი საქმიანი კონტაქები და მეთოდები. ის ნიშნები, რომლებიც საქმეებს კარგად შეასრულებენ, კარგ ჯილდოს მიიღებენ. სასწორი კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისთვის. გაგიუმჯობესებათ განწყობა, მოიმატებს ენერგია. ნაყოფიერი დღე ელით სარეკლამო სფეროში მომუშავე ნიშნებს და მათ, ვინც თავისუფალი გრაფიკით მუშაობს. მორიელი დღეს უნდა მიუბრუნდეთ იმ საქმეებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო წარსულში მიატოვეთ. მოიშორეთ შიშები და გაბედულად იმოქმედეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. აუსრულეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დანაპირები. მშვილდოსანი ნებისმიერ საქმეში ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი კავშირები, კონტაქტები ან გამოძებნოთ ახალი მეგობრები. კარგი დღე ელით პროგრამირებისა და ტექნოლოგიების წარმომადგენლებს. გარშემო მყოფებს ისე მოექეცით, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ. თხის რქა დამატებით შემოსავლაზე დაფიქრდით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ცოდნა ტექნიკის, ელექტროობის და მართვის სფეროებში. ზოგიერთი სახლში მცირე სარემონტო სამუშაოს შეასრულებს, ზოგი ტექნიკას განაახლებს. ეცადეთ, გართობის გამო ძირითად მიზანს არ მოსწყდეთ. მერწყული ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. დღეს იმაზე მეტ საქმეს შეასრულებთ, ვიდრე ვარაუდობდით. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გააუმჯობესეთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღე ელით ტურიზმის, ტექნოლოგიების, ექსპრეს-მომსახურების სფეროში მომუშავე ნიშნებს. თევზები თამამი და ორიგინალური ექსპერიმენტების დღეა. ახალი შესაძლებლობეი გამოუჩნდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავეებს. შეიძლება ახალი მიმართულება, სტილი აღმოაჩინოთ. ნუ აჩქარდებით და ახალგაცნობილებს მეგობრების რიგებში ნუ ჩაწერთ. ისინი შეიძლება არასაიმედო ადამიანები გამოდგნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100