სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოჩნდება ახალი ადამიანი და თქვენს გეგმებს თავდაყირა დააყენებს - ვერძის 2019 წლის ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ზაფხული მშვენიერი დროა იმისთვის, რომ პრობლემები გვერდზე გადადოთ და მთელი დრო პირად ურთიერთობებს დაუთმოთ. დრონი.ჯი ეტაპობრივად გთავაზობთ სხვადასხვა ნიშნების 2019 წლის ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპს.

ამჯერად გადავხედოთ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობებს:

ვერძები მიჩვეულნი არიან პირველი ნაბიჯის გადადგმას. უყვართ მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები. 2019 წლის ზაფხულს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არ ეძებენ ახალ ურთიერთობებს, აქცენტი ძირითადად გართობასა და მსუბუქ ურთიერთობებზე აქვთ გადატანილი, თუმცა, სრულიად შესაძლებელია მათ ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს და ყველა გეგმა თავდაყირა დააყენოს.

პირველი შეხვედრა სამუშაო გარემოში მოხდება, თუმცა ვერძის გატაცება მისი ხასიათისა და მისწრაფებისთვის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდება. იქნება ხშირი კონფლიქტები, შეუთავსებლობა, იმედგაცრუება, თუმცა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ეშხს შესძენს ურთიერთობას.

აგვისტოში ვნებების დონე კიდევ მაღლა აიწევს და კულმინაციას მიაღწევს, თუმცა სექტემბერში ყველაფერი დაბალანსდება და თავდაჯერებული ვერძი ახალი ძალებით შეუდგება ურთიერთობის დალაგებას. საბოლოოდ ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსება და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სრულიად მოულოდნელად ცხოვრების ახალი ეტაპი და წარმოუდგენელი ბედნიერება ელოდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100