სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ურთიერთობები მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ - ტყუპების 2019 წლის ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ზაფხული მშვენიერი დროა იმისთვის, რომ პრობლემები გვერდზე გადადოთ და მთელი დრო პირად ურთიერთობებს დაუთმოთ. დრონი.ჯი ეტაპობრივად გთავაზობთ სხვადასხვა ნიშნების 2019 წლის ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპს.

ამჯერად გადავხედოთ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობებს:

ეს ზოდიაქოს ყველაზე მხიარული ნიშანია. თქვენ გიზიდავთ სიახლეები, ხელიდან არ უშვებთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ ახალ თავგადასავლებში, თუმცა წელს ყველაფერი რთულადაა - შეცდომებს შეცდომები დაემატება, განწყობა ნეგატიური იქნება, ამიტომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობები მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ის ერთადერთი დასაყრდენი იქნება ამ ზაფხულს, რომელიც მეტ სტიმულს მოგცემთ და ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, სრულყოფილი იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი პარტნიორი ყოველთვის მზად იქნება, კომფორტის ზონა შეგიქმნათ და მხარი დაგიჭიროთ. ეს განსაკუთრებით შეინიშნება აგვისტოში, როდესაც შორეული წარსულის მოვლენები კიდევ ერთხელ გამოჩნდება და ეს ხელს შეუწყობს მათ გაუმკლავდეს.

სექტემბერში გარკვეულ ფინანსურ პრობლემას წააწყდებით, თუმცა თქვენი რჩეულის დახმარებით ყველაფერს მარტივად გადალახავთ. ეცადეთ, ბოლომდე ისიამოვნოთ იმ მომენტებით, რომელსაც ეს ზაფხული გთავაზობთ. თქვენ იმდენად ხართ გადართული თქვენს პრობლემებზე, რომ დრო არ გრჩებათ რომანტიკული თავგადასავლებისთვის, თუმცა იცოდეთ, რომ ეს დროებითია.

აგვისტოს დასაწყისში "ორგანიზებული უკან დახევა" დასრულდება და თანდათანობით დაიწყებთ წინსვლას. მეგობრებისგან მცირე გულგრილობას იგრძნობთ - მხოლოდ და მხოლოდ კარმული მდგომარეობაა, რადგან თქვენ იმდენად გადაეშვით ყოველდღიურ საფიქრალში, რომ მათთვის დრო აღარ გრჩებოდათ. თუმცა, ესეც მოგვარებადი პრობლემაა.

აგვისტოს ბოლოს გადააფასებთ მოვლენებს და აღმოაჩენთ, როგორი ერთგული ადამიანი გყავთ გვერდით თქვენი რჩეულის სახით. მოუფრთხილდით მას და გაანებივრეთ თქვენი სიყვარულით, ის მხოლოდ ამას ელის ამ ურთიერთობიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100