სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ამავე პერიოდში დაგეგმეთ მგზავრობა, დისკუსია. ნუ მოცდებით წვრილმანებზე. კურო მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. ნუ განიხილავთ სამომავლო გლობალურ გეგმას. დღის განმავლობაში მიიღეთ სითხე და ჯანსაღი საკვები. ტყუპი გონებრივი სამუშაოებების შესრულება გაგიადვილდებათ. კარგი დღე ელით ტექსტებთან მომუშავე ნიშნებს. ძილის წინ მოიშორეთ ცუდი ფიქრები. კირჩხიბი შეამცირეთ კონტაქტების რაოდენობა. გააუქმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვერ გამოიყენებთ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ლომი დღის პირველი ნახევარ დაუთმეთ მგზავრობას, ინფორმაციის მოძიებას. თუ საღამოს სტუმრად წასვლას ვერ მოახერხებთ, ვირტუალურად მაინც შეეხმიანეთ ახლობლებს. ქალწული შეხვედრების, მიმოწერის და მიმოსვლების დღეა. შეიძლება სწორედ დღეს შეხვდეთ (მოულოდნელად) ისეთ ადამიანს, ვინც მნიშვნელოვნია თქვენთვის. სასწორი ინტელექტუალური საქმეები შეასრულეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს მომავლისთვის. მორიელი ზოგ სიტუაციაში შეიძლება ახლობლებსაც კი ვერ ენდოთ. გადახედეთ ძველ ჟურნალ-გაზეთებს, ფორუმის არქივებს. მშვილდოსანი აზრთა და იდეათა გაცვლის დღეა. დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ მგზავრობა, საქმიანი შეხვედრა. ეცადეთ, ტყუილად არ დაკარგოთ ენერგია. თხის რქა მეტი დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს, დეტალების დამუშავებას. გადახედეთ კლიენტთა სიას. მცირე ცვლილებებს ნუ შეუშინდებით. მერწყული დილა აქტიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. სასიყვარულო შეხვედრისა და ინტელექტუალური თამაშების დღეა. საღამოს ენერგიის ნაკლებობას, გადაღლილობას იგრძნობთ. თევზები უსარგებლო ინფორმაციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ნუ აჩქარდებით დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმებისას. ძილის წინ არ უყუროთ ტელევიზორს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100