სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოერიდეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუმზადეთ მათ გემრიელი ვახშამი.
კურო
ზოგიერთს სტუმრად მიიპატიჟებენ. მეტად გამოავლინეთ თქვენი კარგი თვისებები: სტუმართმოყვარეობა, კულინარიული ნიჭი, მუსიკალურობა.

ტყუპი
დილა აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ. კარგია ქალაქგარეთ გამგზავრება; მგზავრობა კონკრეტული მიზნით, მივლინება. გზაში თავგადასავლები გელით. კარგი დღეა სამოსის, საჩუქრებისა და გემრიელობების საყიდლად.

კირჩხიბი
საქმიანი შეხვედრებიც კი მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. საღამოს გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყევთ.

ლომი
დასვენების, საყვარელ ადამიანთან განმარტოების დღეა. იყავით მეგობრული და ღიმილიანი. შეიძლება მცირე უსიამოვნება შეგექმნათ სტატუსის ან უსახსრობის გამო.

ქალწული
შეიძლება მუშაობაში დრო ტყუილად დახარჯოთ, დაისვენეთ. კარგი დღეა რომანტიკული და ოჯახური შეხვედრებისთვის. ზოგიერთი სასიამოვნო ამბებს შეიტყობს.

სასწორი
შეიძლება მოგინდეთ სტატუსის, ცხოვრებისეული პირობების შეცვლა. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან.

მორიელი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი

დღეა რომანტიკული შეხვედრისა და მიმოწერისთვის. შუადღის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა და გახალისება მოგინდებათ.

მშვილდოსანი
სამსახურში წასვლის ნაცვლად დღევანდელი დღე ბავშვებთან ერთად გაატარეთ. გაემგზავრეთ ბუნებაში, ითამაშეთ მათთან ერთად. თუ კერძების მომზადება გიტაცებთ, დღეს შეიძლება კარგი მასტერკლასი მიიღოთ.

თხის რქა

მხოლოდ პატარა დავალებები შეასრულეთ. არ გადაიღალოთ. ზედმეტი დატვირთვა შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს განწყობაზე. საღამოს კარგია სასიყვარულო მიმოწერა, გემრიელი კერძების დაგემოვნება.

მერწყული
კარგი დღე ელით ენერგიულ, აზარტულ ნიშნებს, რომლებსაც დაბრკოლებების არ ეშინიათ. შუადღის შემდეგ შეამცირეთ დატვირთვა. საღამო თბილ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თევზები
მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოვლენას. კარგი დღეა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. აგრეთვე, საყიდლებისთვის, მიმოწერის, ნათესავების მოსანახულებლად და რომანტიკული შეხვედრისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100