სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ძველი კავშირების აღდგენას. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო - დღეს ნუ დაგეგმავთ ახალი პროექტების დაწყებს. უმჯობესია, მხიარული წვეულება მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.

ტყუპი - გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები და დასახეთ სამომავლო გეგმა. ზოგიერთს საინტერესო ადამიანთან ელის შეხვედრა. ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეთ.

კირჩხიბი - სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ და ენთუზიაზმით აგავსებთ. დაისვენეთ, დატკბით თავისუფლებით და პოზიტივით დაიმუხტეთ.

ლომი - არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ მოითხოვთ

თანამშრომლებისგან საქმეების შესრულებას. ახლო მანძილზე მოგზაურობაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული - აკონტროლეთ ემოციები და "გაატარეთ" უსიამოვნებები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

სასწორი - რაც უფრო ჰარმონიული და ღიმილიანი იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ისინიც ამგვარად გიპასუხებენ.

მორიელი - მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. თუ ადამიანებს ერთი მოსმენით ვერ აგებინებთ, მშვიდად აუხსენით რამდენჯერმე.

მშვილდოსანი - დააკვირდით დეტალებს, არაფერი ისეთი არ თქვათ, რითაც გულს ატკენთ გარშემო მყოფებს. გულით იმოქმედეთ და რაც მთავარია, ღიმილით.

თხის რქა - ახალ ინფორმაციებს გაიგებთ და შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გამოგიჩნდეთ, მაგალითად საზღვარგარეთ გამგზავრების, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

მერწყული - ზრდილობის გამო უსიამოვნო ადამიანებსაც კი ღიმილით უნდა უსმინოთ. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.

თევზები - დღეს მწარე სიმართლეც უნდა მოისმინოთ და რჩევებიც. საღამოს გემრიელი ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებს, ახალგაცნობილებს უმასპინძლეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100