15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო მყოფებზე განაწყენებული სანამ იქნებით, საქმეების შესრულებას ვერ შეძლებთ. თუ არ იცით როგორ მოიქცეთ, რჩევა პროფესიონალებს ჰკითხეთ. უთხარით "ნახვამდის" ყველას, ვინც წინსვლაში გიშლით ხელს.

კურო - ურთიერთობაში მცირე ეჭვიანობა ზოგჯერ სასარგებლოც კია. თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი ადამიანი, რომელიც სერიოზულად მოგწონთ, ცოტა მეტად უნდა გააქტიურდეთ.

ტყუპი - მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და მოთმინებით აღიჭურვეთ. გაუფრთხილდით ახლობლებს. დღეს შეიძლება ყველაფერი ის არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ.

კირჩხიბი - დღეს სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყება. არ იზარმაცოთ, თუ საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. უბრალოდ, მეტად დაისვენეთ და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.

ლომი - ნაყოფიერი დღე გელით. არ არსებობს საქმე, რომელსაც სირთულეების მიუხედავად, თავს ვერ გაართმევთ. საქმიანი შეხვედრები მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმართეთ.

ქალწული - საქმიან პ

არტნიორებთან და უფროსთან მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ეცადეთ, ზედმეტი ვალდებულებებით თავი არ დაიტვირთოთ.

სასწორი - ზოგიერთს ყველაფრის მიყრა და სამოგზაუროდ გამგზავრება მოუნდება. თუ მეგობრებსაც აიყოლიებთ, დროს მხიარულად გაატარებთ. თუ ვალდებულებებით დატვირთული ხართ, გასეირნება უქმეებისთვის გადადეთ.

მორიელი - მაქსიმალურად ზრდილობიანი და მოთმინებით აღჭურვილი უნდა იყოთ. შეიძლება ზოგიერთმა სპეციალურად გადაწყვიტოს თქვენს ნერვებზე თამაში. ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, კამათში.

მშვილდოსანი - ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე. საღამოს გაიხსენეთ ძველი, ტკბილი დრო. შეეხმიანეთ მონატრებულ ადამიანებს.

თხის რქა - დღეს მცირე უსიამოვნებები გექნებათ მოსაგვარებელი. დაიხმარეთ კოლეგები და ხშირად გაიღიმეთ. მოერიდეთ სხვის კამათში ჩარევას, სიმართლე რომც იცოდეთ.

მერწყული - ის, რაც ადრე უბრალო ფლირტი გეგონათ, ხვალ შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. თუ არ გსურთ ურთიერთობის გასერიოზულება, დროულად შეწყვიტეთ ფლირტი.

თევზები - თქვენი ცხოვრება, შეხედულებები და თავად თქვენც რადიკალურად შეიცვლება. რითაც გააოცებთ გარშემო მყოფებს. მთავარია, თავად იყოთ ბედნიერი და ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს.

კომენტარი