სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ყურადღებით იყავით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით გამარჯვებას და მცირე დაბრკოლებამ არ შეგაფერხოთ. დღეს მიხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას სრულიად აკონტროლებთ.


კურო - ჩამოწერეთ თქვენი გეგმები და დაიწყეთ მათი განხორციელება. მარტოხლები პარტნიორის ძიებას დაიწყებენ. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტენ.

ტყუპი - ახალგაცნობლთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ. შეიძლება ის თქვენი თანამოაზრე გახდეს. დააფასეთ ის პოზიტიური ცვლილებები, რაც თქვენ გარშემო ხდება.

კირჩხიბი - დღეს თქვენი აქტიურობით ყურადღების ცენტრში მოექცევით. საღამოს დასასვენებლად ისეთი ადგილი გამონახეთ, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.

ლომი - ძალების აღდგენისა და დასვენების დღეა და ეცადეთ, დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ახალგაცნობილი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდება.

ქალწული - საკუთარ თავს მტერივით ნუ ექცევით. ხანდახან დასვენებაც კარგია. ლიმონივით გამოწურული ცხოვრებას გემოს ვერ ჩაატანთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობ

ისას არ გაჭირვეულდეთ.

სასწორი - გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ის საქმე, რასაც აკეთებთ, სწორია. დაკვირვებულად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ის საიდუმლო, რაც მოსვენებას არ გაძლევდათ, დღეს გამოაშკარავდება.

მორიელი - დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ფული მთავარი არაა და ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. იხუმრეთ და იხალისეთ.

მშვილდოსანი - დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. კოლეგებთან ერთად იმუშავეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. რთული საკითხებიც კი იუმორით განმუხტეთ.

თხის რქა
- სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ და შემართებას მოგიმატებთ. მეგობრები და კოლეგები ახალ წამოწყებაში დაგეხმარებიან.

მერწყული - მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათი დახმარების იმედი გქონდეთ.

თევზები - უამრავი განსხვავებული ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. არ იწუწუნოთ, დაკვირვებულად და სხვების დაუხმარებლად იმოქმედეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100