სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დისნეის რომელი პრინცი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზღაპარს ერთნაირი დასასრული აქვს, ისტორიებიც თითქოს საერთო ჯამში ერთი და იგივე თემატიკისაა, მათი გმირები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.

ყოველ მათგანს ხასიათის განსაკუთრებული შტრიხები აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს, გავარკვიოთ, რომელი მათგანი ზოდიაქოს რა ნიშნის მატარებელია. შესაბამისად, სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თავისივე მეწყვილეებიც შევურჩიეთ, რომლის ინსპირაციაც დისნეის მულტფილმები გახდა.

გთავაზობთ დისნეის პრინცებს, რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისები არიან.

ვერძის პრინცი - ლი შანგი „მულანიდან“

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ამბიციური და დამოუკიდებელი ქალები არიან. ისინი ვერ იტანენ, როდესაც მამაკაცები აკონტროლებენ მათ, ამიტომ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების ყველაზე შესაფერისი პრინცი „მულანის“ ლი შანგია.

კუროს პრინცი - ალადინი

ქალ კუროებს თავგადასავლების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, სწორედ ამიტომ მათ შეეფერებათ ისეთი მამაკაცი, რომელთანაც მათი ცხოვრება დაუსრულებელ ზღაპარს დაემსგავსება. კუროები არ ეძებენ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, მათთვის მთავარია იპოვონ ადამიანი, რომელთანაც კომფორტულად იქნებიან და საინტერესო ცხოვრება ექნებათ. ალადინი სწორედ ასეთი პერსონაჟია.

ტყუპების პრინცი - ჰერაკლე

ტყუპებს ცოტა რთული ხასიათი აქვთ, ისინი გამუდმებით იცვლიან ჰობს, მიისწრაფიან სიახლეებისკენ, აინტერესებთ ექსპერიმენტები, ამიტომ მათ ჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელიც გარკვეულწილად დააბალანსებს ტყუპების ინტერესებს და ერთფეროვნების საშუალებას არ მისცემს. ჰერაკლე სწორედ ის გმირია, რომელიც ტყუპებს სჭირდებათ.

კირჩხიბის პრინცი - არიელის გულის სწორი ერიკი

კირჩხიბი ქალები ყველაზე მეტად აფასებენ მამაკაცის მზრუნველობასა და ყურადღებას. როგორც წესი, ისინი ძალიან მორცხვები არიან და ყოველთვის ვერ გამოხატავენ გრძნობებს. სწორედ ამიტომ პრინცი ერიკი მათთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია.

ლომის პრინცი - ფლინ რაიდერი „რაპუნცელიდან“

ლომები მამაკაცებში აფასებენ საიმედოობას, ერთგულებას და, რაც მთავარია, იუმორის გრძნობას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათმა პარტნიორმა განწყობა მუდამ აუმაღლონ. ამიტომ, ფლინ რაიდერი ლომებისთვის ყველაზე შესაფერისი მამაკაცია - ასეთთან ნამდვილად ვერ მოიწყენ.

ქალწულის პრინცი - მეფისწული „კონკიადან“

ქალწულები ყოველთვის მიისწრაფიან სერიოზული ურთიერთობებისკენ, ეძებენ მზრუნველ, მიზანდასახულ და ერთგულ მამაკაცებს, ამიტომ „კონკიას“ მეფისწული სწორედ ის ვარიანტია, რომელიც მათ სჭირდებათ. შესაძლოა ცალი ფეხსაცმლით მთელი სამეფოს მასშტაბით არა, მაგრამ ინსტაგრამზე აუცილებლად მოგძებნით, მხოლოდ სახელიც რომ იცოდეს.

სასწორის პრინცი - ადამი „ურჩხული და მზეთუნახავიდან“

სასწორებისთვის მამაკაცში ყველაზე მთავარი არის სული, შინაგანი ქარიზმა, თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და არა ვიზუალი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ყურადღებას არა მამაკაცის სიტყვებს, არამედ მის ქმედებას აქცევენ. ამიტომ, ადამი იდეალური ვარიანტია.

მორიელის პრინცი - შრეკი

მორიელი ქალების ნდობის მოპოვება რთულია. ვერ იტანენ ინტრიგან მამაკაცებს, რომლებიც სხვადასხვა სცენების დადგმით იპყრობენ ქალების გულს. მათთვის მთავარია, მამაკაცს გულწრფელი გრძნობები გააჩნდეს და ისეთი შეიყვარონ, როგორებიც სინამდვილეში არიან. ამიტომ, მორიელებისთვის შრეკი იდეალური მამაკაცია - მასთან ჭაობიც კი ციხე-სიმაგრედ იქცევა.

მშვილდოსნის პრინცი - ჯონ სმიტი „პოკაჰონტასიდან“

მშვილდოსნებს თავგადასავლები იზიდავთ. ისინი ცოტათი მეოცნებეებიც არიან, ამიტომ მათ სჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელიც დრო და დრო მიწაზე დაშვებას უმტკივნეულოდ ასწავლის. მეორეს მხრივ, მშვილდოსანი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი საყვარელი მამაკაცი მხარს უჭერდეს ყველა გადაწყვეტილებაში, ამიტომ, ჯონ სმიტი ამ ნიშნიის წარმომადგენლებისთვის იდეალური ვარიანტია.

თხის რქის პრინცი - კრისტოფი „გაყინული გულიდან“

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მამაკაცში ეძებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მზრუნველობა, სიკეთე, მეგობრობა. სწორედ კრისტოფია ის მამაკაცი, ვისშიც ეს თვისებები ერთადაა თავმოყრილი.

მერწყულის პრინცი - ნავინი „პრინცესა და ბაყაყიდან“

მერწყულები ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანები არიან. მათ ყოველთვის აქვთ მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვიან, ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც გაახალისებს, მოადუნებს, ენერგიითა და სტიმულით აავსებს. ნავინი სწორედ ასეთი პერსონაჟია - საყვარელ ქალს ყოველთვის უჭერს მხარს.

თევზების პრინცი - ფილიპი „მძინარე მზეთუნახავიდან“

თევზები ძალიან მგრძნობიარე ქალები არიან. გულის სიღრმეში გამოუსწირებელი რომანტიკოსები ეძებენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც მათთვის ყველა განსაცდელს დაძლევს და სიყვარულის გამო ყველას წინ აღუდგება. პრინცი ფილიპი სწორედ ასეთია - საყვარელი ქალის ბედნიერების გამო ყველაფერზე წამსვლელი პერსონაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100