18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე წარმატებულია საქმიანი შეხვედრებისათვის, მოსალოდნელია სამომავლო პერსპექტივებიც გამოჩნდეს. წარმატებული დღეა საყიდლებისათვის.

კურო

დაფიქრდით რისი გაკეთება შეგიძლიათ ყველაზე კარგად. იქნებ კერვა ან ქსოვა გეხერხებათ. ან სამზარეულოში ხართ ნამდვილი ოსტატი. დღეს ახლობელ ადამიანებს გაუკეთეთ ის რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეხერხებათ.

ტყუპები

დღეს არ მიგიწევთ გული ოჯახური საქმეების მიმართ, უფრო ღამის ცხოვრება გიტაცებთ. სურვილი გაქვთ დაივიწყოთ, რომ რამე გაქვთ გასაკეთებელი, რომ ხვალ სამსახურში უნდა წახვიდეთ, მთელი ღამე გინდათ კლუბში გაერთოდ. მიეცით თავს უფლება მცირე გართობის.

კირჩხიბი

საღამოს კინოში წადით, კარგი იქნება მელოდრამას ან ტრილერს თუ ნახავთ. შეეცადეთ დაივიწყოთ საკუთარი პრობლემები და მთავარი გმირის პრობლემებზე გაამახვილოთ ყურადღება.

ლომი

არაფერი მოხდება დღეს თუ დამალავთ სიმართლეს და ბოლომდე არ გახსნით კარტებს. უმჯობესია თუ ყველა იფიქრებს, რომ ყველაფერი კარგადაა.

ქალწული

დღეს კარგი განწყობა გაქვთ, ხასიათი ამაღლებული და მხიარული, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დღე დადებითია მთლიანობაში. ვერავის საყვედურები ვერ გაგიფუჭებთ დღეს და ხასიათს. თქვენ ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ მთავარი საკუთარი თავის რწმენაა.

სასწორი

თქვენ მუდმივად გაწუხებთ შეგრძნება, რომ ისე არ გაფასებენ როგორც იმსახურებთ. ვერ გაფასებენ სამსახურში, ოჯახში, მეგობრების წრეში. შეეცადეთ ყველას დაუმტკიცოთ, რომ ცდებიან.

მორიელი

თავს დაატანეთ ძალა, რომ რამე სასარგებლო გააკეთოთ. კარგი იქნება ისეთ რამეს თუ გააკეთებთ რაც დიდი ხანია გასაკეთებელია, მაგრამ ვერ პოულობთ დროს. ამით თვითშეფასება გაგეზრდებათ.

მშვილდოსანი

დღეს კარგია შოპინგი. იყიდეთ ყველაფერი რაც მოგეწონებათ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

თხის რქა

დღის მეორე ნახევარში, ძველ ნაცნობთა მოულოდნელი შეხვედრა მოგცემთ შანსს, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. კარგი იქნება, თუ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმავთ.

მერწყული

დღევანდელი დღე დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო მოვლენებით. ახალი ნაცნობობა, ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ახალი გულისწორის გამოჩენა და წარმატება ფინანსურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ფორტუნა არ დააფრთხოთ.

თევზები

შეეცადეთ კონცენტრაცია კონკრეტულ საქმეზე მოახდინოთ, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. დროა რეპუტაციაზე იფიქროთ, ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი იმიჯს შეგირყევთ, ერთი წარუმატებელი საქმე სახელს გაგიფუჭებთ. იყავით დაკვირვებული.

კომენტარი