სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს აუცილებლად დაგჭირდებათ ოჯახის წევრების მხარში ამოდგომა. შეეცადეთ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და პრობლემები ახლობლებს გაუზიაროთ.

კურო

თქვენი პირადი ენერგია უსაზღვროა. კონკურენტებიც თქვენ მხარეზე გადმოვლენ, ზოგი ძალაუფლების დახმარებით, ზოგი მომხიბვლელობი გამო. ხელსაყრელი დღეა სპორტით დაკავებისთვის. დამოუკიდებლად მუშაობისას საქმეები საღამოს ან ღამით დაგეგმეთ.

ტყუპები

გააქტიურდება თქვენი შინაგანი ენერგია. მოიმატებს თქვენი მგრძნობელობა, რაც ახალი სიყვარულის გაჩენას გამოიწვევს, ქარფშუტული წამოწყებების დრო არ არის. სამაგიეროდ შეძლებთ ნებისმიერი პრაქტიკული საქმის დაწყებას. კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის, უძრავი ქონების მართვის ან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პარტნიორის ან მშობლის ქცევა გაღიზიანებთ და განერვიულებთ, უნდა დათანმხდეთ, რომ მეორე მხარის პოზიცია სარწმუნო და საიმედოა. სიზარმაცე დღეს მისასალმებელი არ არის, ხოლო დილიდანვე სისტემატიური, შეუპოვარი მუშაობა შერჩეული მიმართულებით აუცილებელია.

ლომი

დროა გართობიდან მუშაობაზე, სიტყვიდან საქმეზე გადახვიდეთ. დღის განმავლობაში შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას უფროსობის წინაშე, შედეგი კი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ზემდგომი პირების სიმპატიის მატება იქნება. საწინააღმდეგო სქესის უფროსის ყოლისას დამატებით სპეციფიკურ ყურადღებას იგრძნობთ, გახდებით აღტაცების ობიექტი.

ქალწული

ერთნაირი ძალისხმევით შეძლებთ მუშაობასაც და დასვენებასაც. თქვენი პირადი ცხოვრება განსაკუთრებით დატვირთული იქნება. მოსალოდნელია წარმატება სპორტში, შემოქმედებით საქმიანობაში, ბიზნესში, თუმცა მიღწევებს დიდ ძალისხმევა დასჭირდებათ. საღამოს სასურველია ქცევის თავშეკავებული მანერა.

სასწორი

თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდება უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის შეძენის საკითხი. ოჯახურ საქმეებში გამოიჩინეთ მომატებული ენერგიულობა. შინაურებთან და მეუღლესთან ურთიერთგაგებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა.



მორიელი

შესანიშნავი დროა მიზანმიმართული საქმიანი მიმოსვლისთვის, სპორტით დაკავების, კონკურენტული ბრძოლის, მმართველობითი საქმიანობისთვის. დღის განმავლობაში კონკრეტული საქციელი პრიორიტეტული იქნება. რეალური წარმატების მისაღწევად მეტი მოქმედება და ნაკლები საუბარი მოგიწევთ.

მშვილდოსანი

საკუთარი თავის და სხვებისთვის გარანტირებული მოგების მისაღებად მოგიწევთ ბევრი მუშაობა. საუკეთესო ვარიანტია, თუ გიყვართ საქმე და მოგწონთ ყოველდღიური მოვალეობები, საინტერესო ურთიერთობა დაამყარეთ ხელქვეითებთან, კოლეგებთან.

თხის რქა

დასვენების დღეებამდე მიმდინარე საქმეებს მიხედეთ. დღევანდელი დღე შეგიძლიათ მეგობრების კომპანიაში გაატაროთ. თუ სადმე გაემგზავრებით, გზაში მხოლოდ წარმატება და ბედნიერება შეგხვდებათ.

მერწყული

დღეს სიამოვნებას მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მიეცემით. შესანიშნავად იშრომებთ ოჯახის საკეთილდღეოდ. ამასთან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მეტად საქმიანი, გეგმაზომიერი, გაწერილი იქნება. დღე დაუთმეთ აქტიურ მუშაობას, ხოლო საღამოს გადადით მათთან უშუალო ურთიერთობაზე.

თევზები

სიყვარულთან დაკავშირებული პრობლემები დღეს უნდა მოაგვაროთ. ფინანსურ ოპერაციებში წარმატება გელით. იყავით თავდაჯერებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად მიხედეთ, წადით ექიმთან კონსულტაციაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100