11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გსურთ თავი აარიდოთ კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს ოჯახში და სამსახურში, გამოსავალი ძალიან იოლია არ მისცეთ ემოციებს უფლება, რომ გძლიონ. გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომელთან კამათმა შესაძლებელია გაგირთულოთ შემდგომში და დაგიძაბოთ მდგომარეობა სამსახურში.

კურო

დღეს გმართებთ მოთმინება, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი ახლობლებთან. მოიკრიბეთ ფანტაზია და არ ინანებთ. არის ალბათობა იმისა, რომ მიიღოთ პრემია.

ტყუპები

თავს ენერგიულად იგრძნობთ, ეს ენერგია დახარჯეთ სამსახურეობრივი ამოცანების გადაწყვეტაში. დღეს ვერ გაექცევით არასასიამოვნო საუბარს. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

თქვენი სექსუალობა და შარმი გარშემომყოფებზე არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას მოახდენს. საქმიანი უნარ-ჩვევებითა და ორიგინალური იდეების მეშვეობით ადვილად გაიჩენთ მეგობრებსა და თანამოაზრეებს.

ლომი

ენერგიული ხასიათი დაგეხმარებათ, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. დღეს წარმატებულ კონტაქტებს დაამყარებთ ადამიანებთან, რომლებთანაც ადრე ამას ვერ ახერხებდით. აკონტროლეთ ფინანსები.

ქალწული

დღევანდელი დღე კარდინალური ცვლილებებისთვის იდეალურია. ყურადღება გაამახვილეთ იმიჯზე, მუშაობის სტილზე, ურთიერთობებზე. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. იყავით დამთმობი და ერიდეთ კონფლიქტებს.

სასწორი

დღეს შეძლებთ, ცხოვრებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა მარტივად და უმტკივნეულოდ გადაწყვიტოთ. დღეს ყველაზე თამამ იდეებსაც კი ადვილად განახორციელებთ.

მორიელი

წინ რთული დღე გელით. დეპრესიიდან გამოსვლაში მეგობრები დაგეხმარებიან. საღამო ბუნებაში გაატარეთ. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

მშვილდოსანი

თქვენი აქტიურობა დღეს პიკს მიაღწევს. წარმატება გელით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჰარმონიულად შეათავსეთ სამსახური და ოჯახი, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

წარმატებული დღეა. ერთადერთი ნეგატიური მომენტი საყვარელ საქმეში სრულად ჩაფლობა და დანარჩენის დავიწყებაა. შეეცადეთ საყვარელ საქმიანობას რაიმე სხვაც შეუთავსოთ, ან მოძებნოთ ოქროს შუალედი შრომას და გართობას შორის. შესანიშნავად გაატარებთ დღეს ბავშვებთან ან სიმპატიურ ადამიანთან ურთიერთობაში.

მერწყული

წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. სასიყვარულო თავგადასავლები სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.

თევზები

დღე იდეალურია სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. დღის მეორე ნახევარში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. საღამოს საქმიან ურთიერთობებში წარმატება გელით. ნებისმიერ იდეას ადვილად განახორციელებთ. ახალი სასიყვარულო თავგადასავლები თქვენს ცხოვრებას სტიმულს შემატებს.

კომენტარი