29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ დაპირისპირებისა და კამათისგან, სჯობს საქმით დაანახოთ ყველას თქვენი უნარები და შესაძლებლობები. განიტვირთეთ და აიმაღლეთ გუნება-განწყობა.

კურო

ყველა დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ თქვენი პოზიტიური განწყობით, იყავით წინდახედული. ვერანაირი გარემოება ვერ გაგიფუჭებთ ხასიათს.

ტყუპები

თავი შეიკავეთ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებისგან, მიჰყევით გეგმებს და დაასრულეთ ძველი საქმეები. მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო კუთხე და მნიშვნელოვანი საბუთები.

კირჩხიბი

კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყოველგვარი შესაძლო შედეგები და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რათა თავიდან აიცილოთ სამსახურთან დაკავშირებული იმედგაცრუებები.

ლომი

დღევანდელი დღე დაგარწმუნებთ, რომ მიზნისკენ მავალი სწორი გზა აირჩიეთ. დღეს შესაძლოა შემთხვევითმა ნაცნობობამ პერსპექტივაში დიდი ფინანსური მოგება და კარიერული წინსვლა მოგიტანოთ.

ქალწული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ტექნიკასთან, შესაძლოა აღმოჩნდეთ უცხო გარემოში სადაც გაუგებრობა იჩენს თავს. ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე სხვების საქმეების მოწესრიგებას.

სასწორი

რაც უფრო ნაკლებ ემოციას გამოხატავთ, მით უფრო სასიკეთო იქნება ეს თქვენთვის, მოთმინება და ცივი გონებით განსჯა წარმატების საწინდარია. ფრთხილად კოსმეტიკურ საშუალებებთან.

მორიელი

ბოლომდე გაიხარჯეთ, ეცადეთ მაქსიმალური ენერგია და შრომა ჩადოთ თქვენს საქმეში. ახლა ნამდვილად დაიმსახურეთ კომფორტი. განიტვირთეთ, ასიამოვნეთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ შემოსულ იფნორმაციებს, ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ დღის შანსებს. ნებისმიერი საქმიანობა წარმატების მომტანი იქნება თქვენთვისაც და ბიზნეს პარტნიორებისთვისაც. იყავით შეუპოვარი და სირთულეებს მარტივად გაართმევთ თავს.

თხის რქა

ნუ დაავალებთ სხვებს იმას, რასაც თქვენ თავადაც მშვენივრად აუხვალთ. დღეს მოგივათ თავში იდეები, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროს გაგიჩენთ.

მერწყული

მიჰყევით არჩეულ გზას თქვენი გეგმების განხორციელებისათვის, მტკიცედ გჯეროდეთ წარმატების და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ ამ გზიდან. ნუ აჰყვებით ჭორებს და ნუ იკამათებთ.

თევზები

შეეცადეთ იყოთ უფრო თავდაჯერებული, რათა თქვენს საქმიანობაში ირგვლივმყოფთა მხარდაჭერა მოიპოვოთ და მეტად სასარგებლოდ გამოიყენოთ შესაძლებლობები.

კომენტარი