სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე შეგიძლიათ მიუძღვნათ შემოქმედებით საქმიანობას, დაიწყეთ რომანის ან მოთხრობების წერა ან თუნდაც დისერტაციაზე მუშაობა, რადგან თქვენში მატულობს შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარები.

კურო

გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს. დაიცავით ზომიერება კომუნიკაციებში და ნუ გათქვამთ თქვენს გეგმებს.

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენი ხელგაშლილობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგონ და ამპარტავნებად ან სულაც თავის გამოჩენის მიზეზად ჩაგითვალონ. იყავით ზომიერი და იმოქმედეთ გონივრულად.

ლომი

ყოველთვის არ არის გამართლებული ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ, გახსოვდეთ რომ საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი ადამიანები მზად არიან დახმარებისა და თანადგომისთვის.

ქალწული

შემოსავლების მხრივ ნაყოფიერი დღეა, მაგრამ საჭიროა მეტი გონიერება გამოიჩინოთ რათა სწორად გადაანაწილოთ ფინანსები აუცილებელი საჭიროებისთვის და უაზროდ არ გაფლანგოთ სხვადასხვა წვრილმანზე.

სასწორი

შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელთან ერთადაც საქმეს წამოიწყებთ, ან შეძლებთ გაყიდოთ ის, რის გაყიდვასაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით. ასევე შესაძლოა ძველი გარიგებიდან საკმაოდ კარგი თანხა მიიღოთ.

მორიელი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, შესაძლოა უარი თქვათ ძველი გეგმების ნაწილზე, რადგან უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება.

მშვილდოსანი

მოერიდეთ მაკონტროლებელ თუ საგადასახადო ინსტანციებთან ურთიერთობებს. გადახედეთ თქვენს გეგმებს, შეიტანეთ კორექტივები რათა თავიდან აიცილოთ სიძნელეები და სხვათა მხრიდან შენიშვნები.

თხის რქა

ნუ გაგიტაცებთ იოლი ფულის შოვნის ცდუნება. უფრთხილდით თაღლით ადამიანებს. ნუ გარისკავთ, ავანტიურული მოქმედება მალე გამოაშკარავდება.

მერწყული

დღეს მეტად პრაქტიკული და შეუპოვარი თვისებებით გამოავლენთ საკუთარ თავს და საკმაოდ მკაცრად და მტკიცედ განსაზღვრავთ საოჯახო წვრილმანებისა და საქმეებისთვის ფინანსურ ხარჯებს.

თევზები

სანამ სხვები ფიქრობენ თქვენ უკვე პროექტების განხორციელებას შეუდგებით და იდეების რეალიზაციისთვის განწყობა და ენერგიაც ამაღლებული გაქვთ.

კომენტარი