სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შანსი გაქვთ გამოიყენოთ სხვათა სასარგებლო გამოცდილებები, იოლად შეძლებთ ახალი ნაცნობობის ნდობის მოპოვებას, შესაძლოა ეს ნაცნობობა ვირტულურ ურთიერთობას ემყარებოდეს.

კურო

შესაძლოა, დღეს არ მოიწონონ თქვენი იდეები, მაგრამ ვერავინ შეძლებს მათზე უარი გათქმევინონ. საკუთარი ძალების რწმენით თქვენ მართლაც მიაღწევთ დასახულ მიზნებს.

ტყუპები

დაქვეითებული ენერგო-პოტენციალის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად კარგად დასვენება გესაჭიროებათ, ამიტომ სასურველია გაერიდოთ დამღლელ და მნიშვნელოვან საქმეებს.

კირჩხიბი

წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება გაუთვალისწინებელ დანახარჯებს მოითხოვს. შესაძლოა მოულოდნელმა საჩუქარმა ან ახალი ფინანსური წყაროს პოვნამ გაგახაროთ.

ლომი

ელოდეთ მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას, რომელიც არა მხოლოდ შთაგონებით აგავსებთ, არამედ სტიმულსმოგცემთ დაიწყოთ ძველი ჩანაფიქრების განხორციელება.

ქალწული

დღეს ახლობლებთან ურთიერთობა დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ. ძველი ამბების გახსენება გარკვეულ გადაფასებებშიც დაგეხმარებათ და ყოველმხრივ სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენზე.

სასწორი

მოსალოდნელია სასიკეთო მოლაპარაკება და სასიამოვნო ფულადი შემოსავალი, დღეს მარტივად მოაგვარებთ რთულ ფინანსურ საკითხების.

მორიელი

გაიხსენეთ ძველი გატაცებები და თქვენი ჰობი, მიუბრუნდით ძველ იდეებს და გეგმებს, გააანალიზეთ შეასწორეთ და შეუდექით გაბედულად მათ განხორციელებას.

მშვილდოსანი

მიუხედავად საქმეებით დატვირთული დღისა ენერგიით სავსე ხართ და ბოლომდე იხარჯებით, დაზოგეთ თქვენი თავი და დაისვენეთ. ახალ დღეს მხნედ და ოპტიმისტურად შეეგებეთ.

თხის რქა

ერიდეთ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს, აიყვანეთ თავი ხელში, შეეცადეთ გაუგოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. შესაძლოა მათ ძალიან სჭირდებოდეს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა. იყავით სამართლიანი და კეთილგანწყობილი.

მერწყული

შეგიძლიათ დაიწყოთ სრულიად ახალი და განსაკუთრებული საქმეები, არის ალბათობა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით გაიზიარებენ თქვენს იდეებს და პოზიტიური ემოციებით აგავსებენ.

თევზები

დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, შესაძლოა დღევანდელი გადაწყვეტილებები კარგი ცვლილებების მომტანი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100