27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე აქტიურია. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურებრივ წინსვლაში. რაც უფრო რთული იქნება თქვენი ამოცანა, მით უკეთ გაართმევთ თავს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.



კურო

დაუგეგმავი ხარჯები გელით. შესაძლოა მატერიალური ტიპის პრობლემების წინაშე დადგეთ. თუ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას აძლევდით, სავარაუდოდ ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ. სამსახურში უფლებრივი და იურიდიული საკითხების მოგვარება მოგიწევთ, სიტუაცია შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს. საღამოს გატარება ოჯახურ გარემოში სჯობს.



ტყუპები

დღევანდელი დღე მეტ სითამამეს შეგმატებთ. შეეცადეთ მაქსიმალურად გადადოთ საქმიანი მივლინება. სამუშაო ისევ ჭარბად გაქვთ, რაც დღეს ყველაზე მეტად გაღიზიანებთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.



კირჩხიბი

კოლეგებთან, მშობლებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის ცუდი დღეა. შეიძლება განერვიულდეთ იმის გამო, რომ რომელიმე შვილი გვიან მოვა სახლში. ყველაფერში ზომიერება დაიცავით, ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვისაც კუჭი აწუხებს - რაციონიდან ამოიღეთ მლაშე და ცხარე საკვები. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.


ლომი

კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის. შეეცადეთ დღეს სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ, გამოიჩინოთ ტაქტი და გულკეთილობა. მიიღებთ სარფიან წინადადებას, რომელზე უარის თქმაც არ ღირს. კარგად წავა სასიყვარულო და ოჯახური საქმეები.



ქალწული

დღეს საუკეთესო დღე არ არის უფროსებთან, განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობისთვის, რადგან ისინი თავისას არ დაიშლიან, ხოლო გადარწმუნება შეუძლებელი იქნება. დღეს აზრები დალაგებული და მკაფიო გაქვთ, საუბარი კი გასაგები და დამაჯერებელი. ახალი კავშირები საქმიან პარტნიორებთან შესაძლოა საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ავტომობილთან.


სასწორი

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


მორიელი

დღეს არ ღირს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. ყოველი შემთხვევისთვის მოაგვარეთ მემკვიდრეობის საკითხები, თორემ მერე გულნატკენი დარჩებით. თუ ჯერ არ დაქორწინებულხართ, დროა იფიქროთ ამაზე. წარმატებული იქნება გაცნობა და მოგზაურობა.


მშვილდოსანი

პლანტების განლაგება გიწინასწარმეტყველებთ ყველა საქმის კარგ დინებას. შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ. სავარაუდოდ მიიღებთ პრემიას.


თხის რქა

კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. სიზარმაცეს უნდა სძლიოთ, თორემ მთელი ნაშრომი წყალში ჩაგეყრებათ. შესაფერისი მომენტია ექიმთან ვიზიტისა და საჭირო რეცეპტის მისაღებად. თქვენი განწყობა უმჯობესდება.


მერწყული

დღეს ყურადრება დაუთმეთ ჯანმრთელობას. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც ნაჩხუბარი ხართ, დროა შერიგდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.


თევზები

კარგი დღეა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოთავაზება ან შეხვედრა ბიზნესის კუთხით. წარმატება მხოლოდ მაშინ გელით, როცა შეძლებთ მომენტი სწორად შეარჩიოთ და გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შესაძლოა ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს.



კომენტარი