17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა დღეს შფოთი და გაღიზიანება დაგეუფლოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე, მიმართეთ თვითანალიზს. სასიკეთოა ახლობლების, კოლეგების დახმარება, ამ ეტაპზე ეს მეტად მნიშვნელოვანია.

კურო

დროა თავი დაანებოთ სხვების პრობლემების მოგვარებაზე ფიქრს. მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი და მეტი იფიქრეთ საკუთარი თავის სიამოვნებაზე.

ტყუპები

სასიკეთო, საინტერესო დღეა. შეიცვალეთ იმიჯი, იზრუნეთ გარეგნობაზე. განახორციელეთ ის თქვენი ამბიციური იდეები, რომლის წამოწყებისთვისაც გამბედაობა აქამდე არ გყოფნიდათ.

კირჩხიბი

დღეს მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და აირჩევთ სამომავლო ქმედების სწორ სტრატეგიას. სამყარო სწორედ ახლა გეხმარებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში.

ლომი

არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ ეჭვებსა და უიმედობას. ნებისყოფა, გამბედაობა და შეუპოვრობა დაგაახლოვებთ სასურველ მიზნებთან. არაორდინალური შემოქმედებითი აზროვნება დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

შეუძლებელი არაფერია თუ იქნებით თავდაჯერებული და მთელი ძალების მობილიზებით შეუდგებით თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებას.

სასწორი

შესაძლოა, დღეს მეტად ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ რაღაც მნიშვნელოვანი. სასიკეთო დღეა, იოლად მოაგვარებთ სხვადასხვა გაუგებრობებსა და პრობლემებს.

მორიელი

განაახლეთ თქვენი გარდერობი. ყურადღება დაუთეთ გარეგნობას. იზრუნეთ განწყობის ამაღლებასა და გახალისებაზე. მეტი პოზიტივი შეიტანეთ თქვენს აზროვნებასა და საქმიანობაში.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ დაუსრულებელ საქმეებს, მთელი ძალა და ენერგია გამოიყენეთ მათი დასრულებისთვის. ნურაფერს გადადებთ სამომავლოდ.

თხის რქა

მოუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას, იყავით სამართლიანი და ყურადღებიანი, ამგვარად ყოველი თქვენი წამოწყება სასიკეთოდ განვითარდება.

მერწყული

ნუ მიეძალებით ერთდროულად რამდენიმე საქმეს, ნაყოფიერ მუშაობას აუცილებლად სჭირდება კარგი დასვენება. თუ აუცილებლად ახლა გადასაჭრელი არ არის, ეცადეთ პატარ- პატარა სირთულეების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

სასიყვარულო სფერო ისევ სიახლეებითაა დატვირთულია. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენში დიდ ვნებათაღელვას გააღვიძებს. სიტუაციები მეტად ხელსაყრელად ვითარდება...

კომენტარი