სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდია მოტყუების ალბათობა პარტნიორების მხრიდან, მოსალოდნელია აგრეთვე გაუთვალისწინებელი ქმედებები და მნიშვნელოვანი ცვილებები პროფესიულ სფეროში.

კურო

შესაძლოა ჩაიშალოს რაიმე ღონისძიება, მაგრამ ნუ აღელდებით, მალე უკეთესი სიტუაცია შეიქმნება, სადაც თქვენ უკეთ წარმოაჩენთ თქვენს შესაძლებლობებს და თქვენი სიტყვაც საკმაოდ დამაჯერებელი იქნება.

ტყუპები

ადრე მიღებული ზომები ახლა იღებენ შედეგს ფინანსურ საკითხებში. შესაბამისად ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი

ყურადღება მაიქციეთ გარშემომყოფთა აზრებს, თქვენს მიმართ ახლა ყველა კეთილგანწყობილია, ამიტომ მათგან ღირებულ რჩევებს ელოდეთ, ასევე ყურადღება მიაქციეთ შენიშვნებს და იმოქმედეთ.

ლომი

ახალ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრა მოგიწევთ, ნუ იჩქარებთ თქვენი პროფესიული იდეების გაზიარებას, შესაძლოა უბრალოდ მოგპარონ ისინი და საკუთარი თავის წარმოსაჩენად გამოიყენონ.

ქალწული

შეეცადეთ ნაკლები ფული ხარჯოთ გართობასა და დასვენებაზე, აკონტროლეთ ბიუჯეტი და ეცადეთ ის მნიშვნელოვან საკითხებს მოახმაროთ.

სასწორი

დამატებითი ფინანსური წყაროების ძიება წარმატებული იქნება, გაგახარებთ იმის გაგება, რომ სწორი მიმართულება აირჩიეთ და თქვენი მოქმედება საკმაოდ ეფექტურია.

მორიელი

თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი, თქვენი იდეები საკმაოდ მოთხოვნადი და პერსპექტიულია. არის დაწინაურების ალბათობა, რაც კარგად აისახება თქვენს მატერიუალურ მდგომარეობაზე.

მშვილდოსანი

ახალ საქმიანობაში დღეს მშვენივრად წარმოაჩენთ თქვენს თავსა და დიდებულ თვისებებს, რაც საოცრად აამაღლებს თქვენდამი ნდობასა და მხარდაჭერას.

თხის რქა

ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, დიდი ალბათობით ვიღაც გულმოდგინეთ თვალყურს გადევნებთ და შეეცდება სერიოზულად დააბრკოლოს თქვენი წინსვლა.

მერწყული

დაგეგმეთ ახლომომავალი და მიჰყევით თქვენს გეგმებს, ერიდეთ უსარგებლო საუბრებსა და კონტაქტებს, გააანალიზეთ რამდენად რეალურია თქვენი მიზანი და შესაძლებლობები.

თევზები

ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობისა და კვების რაციონის მიმართ. დაისვენეთ და მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100