სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ უსამართლო კრიტიკისგან. ელოდეთ სიურპრიზებს, მოსალოდნელია რიგ საქმეებში კვანძების გახსნა, თანადგომა. სხვებისთვის გაწეული სამსახური ღირსეულად დაგიფასდებათ.

კურო

დღეს, შესაძლოა, ახალი იდეების განხორციელებას შეუდგეთ. თამამად და გაბედულად იმოქმედეთ და მიენდეთ შემოქმედებით ტალღას. შედეგი შთამბეჭდავი იქნება.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა, გაგიჭირდეთ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა ან ვერ დაარწმუნოთ კოლეგები თქვენი პროექტის უპირატესობაში. მთავარია დარწმუნებული იყოთ თავად, რომ სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული.

კირჩხიბი

შეეცადეთ მალევე აღკვეთოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც რისკთან იქნება დაკავშირებული. კონკურენტებთან მეტად წინდახედულად იმოქმედეთ, რათა მათ ხაფანგში არ აღმოჩნდეთ.

ლომი

ახლა სჯობს ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული თემებით დაკავდეთ. ყურადღება მიაქციეთ წყალს და მასთან დაკავშირებული სისტემების გამართულ მუშაობას.

ქალწული

თავი შეიკავეთ სიახლეების დანერგვისგან, ახლა ეს მხოლოდ წამგებიანი იქნება. შესაძლოა, უცხოეთიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენთვის სასიკეთო იქნება.

სასწორი

ურთიერთობები მაღალი რანგისა და თანამდებობის ადამიანებთან დაკავშირებით არც თუ ისე მარტივად ეწყობა. შესაძლოა გარემოფაქტორებიდან გამომდინარე თავი შეზღუდულად იგრძნოთ. ნუ ეცდებით სასწრაფოდ ყველაფრის თქვენი შეხედულებების მიხედვით მოგვარებას.

მორიელი

დღეს სჯობს მატერიალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ, რადგან ამ მიმართულებით თქვენი ძალისხმევა გაცილებით ნაყოფიერი და ეფექტური იქნება. ეცადეთ საკუთარი უნარები პრაქტიკულად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

აკონტროლეთ ემოციები და ნუ გაუშვებთ ხელიდან მნიშვნელოვან შანსებს, რომელსაც განგება გთავაზობთ. სიყვარულში შეგიძლიათ თამამად და გაბედულად იმოქმედოთ, შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი რომანტიკა.

თხის რქა

მოდუნდით, მეტად მიაქციეთ ყურადღება პირად ინტერესებს. იზრუნეთ თქვენს გარეგნულ იერსა და კარგ განწყობაზე. თქვენ მალე შეძლებთ ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას.

მერწყული

დღეს შესაძლოა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან. სასურველია სწორედ მათთან ერთად დაგეგმოთ სამომავლო ცვლილებები და გადაახალისოთ გარემომცველი სივრცე.

თევზები

კარიერულ წინსვლაში მეტად დაგეხმარებათ ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება. მატულობს პერსპექტიული შემოთავაზებები და შანსები. იმოქმედეთ მეტი ენთუზიაზმით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100