6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ დაუფიქრებელ ქმედებას, დიდია გაუთვალისწინებელი მოვლენების ალბათობაა, ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებით.

კურო

იჩქარეთ საქმიანი ქაღალდების მოწესრიგება და დოკუმენტების გაფორმება. ახლა შეგიძლიათ რამდენიმე საქმეს ერთდროულად გაართვათ თავი, ამისთვის ენერგიაც გაქვთ და გონიერებაც.

ტყუპები

აქტიური მოქმედების დროა. შესაძლოა დღის წესრიგში ცოდნის, კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაც დადგეს. ასევე შესაძლოა კოლეგებთან ერთად გამოცდილების გაზიარების მიზნით მოგზაურობაც მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ახლა თქვენი შარმი და მომხიბვლელობა მატულობს, პირველ ადგილზე ოჯახური ფასეულობები, სტაბილური ურთიერთობები და კომფორტული გარემოს შექმნაა.

ლომი

იმოქმედეთ დინჯად და გონივრულად, ფრთხილად სატრანსპორტო საშუალებებთან, გაერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, ისინი გიკარნახებენ თუ როგორ მოიქცეთ რთულ სიტუაციებში.

ქალწული

გამოხატულია ნევროზულობა და უხასიათობა. გიჭირთ ემოციების კონტროლი. მოაწესრიგეთ საცხოვრებელი გარემო, ეცადეთ გარემო უფრო კომფორტული გახადოთ.

სასწორი

მოგიწევთ გეგმების შეცვლა, სავარაუდოდ აქტუალური საკითხი შეეხება ბავშვებს და მათზე ზრუნვას, შესაძლოა მათ გამო ზედმეტად ინერვიულოთ, ყველაფერი მარტივად მოგვარდება, ნუ გაართულებთ სიტუაციას.

მორიელი

იმოქმედეთ გონივრულად და გააზრებულად. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ახლა არც იმპროვიზაცია გაამართლებს. ყველაფერს წინასწარ ვერ განჭვრეტთ, მიენდეთ სამყაროს, გააკეთეთ ის რაც შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

თქვენი პოზიცია ნაკლებად დამაჯერებელია, ხოლო ინიციატივა შესაძლოა მეტად წამგებიანი აღმოჩნდეს საქმისთვის. თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად არ დაგავიწყდეთ ოჯახზე და ახლობლებზე ზრუნვა.

თხის რქა

ფინანსური საკითხები სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვენ, კეთილგონიერება გამოიჩინეთ მოლაპარაკებებისას, დამშვიდდით და მოთმინებით დაელოდეთ თქვენს დროს.

მერწყული

ახლა საჭიროა მთელი თქვენი ძალების მობილიზება, ყველაფერი ამ ახლო პერიოდში დამოკიდებული იქნება თითოეულ ნაბიჯზე. თქვენზეა დამოკიდებული თქვენი მარცხიც და გამარჯვებაც.

თევზები

ახალი გარემოებები თქვენს საქნიანობას და დატვირთვას გააორმაგებს. ნუ ენდობით დაპირებებს, ამ ეტაპზე შესაძლოა მოლაპარაკებებმა და პროექტებმა სათანადო შედეგი არ გამოიღოს.

კომენტარი