13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცვლილებების დროა, შესაძლოა მოგიწიოთ შორს გამგზავრება ან თქვენი ქალაქიდან მოშორებით სამსახურის დაწყება. გაბედულად შეხვდით ახალი გამოცდილების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას.

კურო

შესანიშნავი პერსპექტივები იშლება თქვენს თვალწინ, თქვენი სურვილები მატერიალიზდება, ახლა შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია სათქვენოთ განავითაროთ.

ტყუპები

ერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და წყენებს. ცხელ გულზე შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ და მომავალში სანანებელი გაგიხდეთ.

კირჩხიბი

დღეს სასიკეთოა მოლაპარაკებები თანამოაზრეებთან და თანამშრომლებთან სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჯერ ნუ მიიღებთ.

ლომი

თქვენს ირგვლივ შესაძლოა რაღაც სააშკარაოზე გამოვიდეს ან შინაგანმა შეგრძნებებმა გაიძულოთ მნიშნელოვნად შეცვალოთ ურთიერთობები და სიახლეები შეიტანოთ თქვენი ფასეულობების საკითხებში.

ქალწული

მიუხედავად სიძნელეებისა, თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ უსიამოვნო სიტუაციას და უფრო მეტიც, შეიძინოთ ახალი მოკავშირეები საერთო საქმის წარმატებით გასაგრძელებლად.

სასწორი

ახლა შემოქმედებითი პოტენციალის გაფურჩქვნისა და რომანტიული თავგადასავლების დროა, გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაღაც ისეთი, რისი ყიდვაც დიდი ხანია გინდოდათ.

მორიელი

შესაძლოა რაღაც უცნაური მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი საინტერესო ნაცნობობა, ან წინადადება თუ ინფორმაცია რომელსაც უჩვეულო წყაროდან მიირებთ.

მშვილდოსანი

ნუ მოახვევთ თავს კოლეგებსა და ახლობლებს თქვენს იდეებსა და შეხედულებებს, ნუ ეცდებით მათ მართვასა და მანიპილაციას. ამ ეტაპზე სხვათა საქმეებში ჩარევა არ არის რეკომენდებული.

თხის რქა

იყავით თავშეკავებული, ამ ეტაპზე არ ღირს სამსახურიდან წამოსვლა ან ხელშეკრულებების პირობების დარღვევა. იყავით მომთმენი და რთული სიტუაციები კომპრომისების საშუალებით ეცადეთ მოაგვაროთ.

მერწყული

მიენდეთ შექმნილ გარემოებებს და მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე სიტუაციას, ახლა დაჩქარებული ტემპით შეიძლება განვითარდეს ბევრი რამ და ამიტომ იყავით მზადყოფნაში.

თევზები

საქმიან სფეროში წინსვლა და პროგრესია, მაგრამ სასურველია არ იჩქაროთ და გააზრებულად შეხვდეთ ცვლილებებს, მალე აქტიურობის დრო დადგება.

კომენტარი