სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ჩვეული, რუტინული საქმით შემოიფარგლეთ, სამუშაო დრო მთლიანად გეგმების განხორციელებას დაუთმეთ. შესაძლოა მოახერხოთ და პირადი საკითხები სამსახურის საქმეებს შეუთავსოთ.

კურო

სახლში დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხებზე სასურველია სპეციალისტები მოიწვიოთ, ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას და შედეგსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.

ტყუპები

თუ კოლეგები არაკეთილგანწყობილნი არიან თქვენს მიმართ, სასურველია კორექტივები შეიტანოთ გეგმებსა და ქმედებებში, რათა არ გაიმრავლოთ კონკურენტები და მტრები.

კირჩხიბი

მოულოდნელად შესაძლოა მნიშნელოვანი შემოთავაზება მიიღოთ, ახალ იდეების განსახორციელებლად ფინანსური საკითხების მოგვარება დაგჭირდებათ. უარს ნუ იტყვით თქვენს ფასეულობებზე, ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს.

ლომი

უარს ნუ იტყვით მეგობრების შემოთავაზებაზე ან ახალ საქმიან წინადადებაზე, შესაძლოა ეს არი იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ახალი გაკვეთილი თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

ქალწული

ზომიერება გამოიჩინეთ როგორც საქმიანობაში ასევე თქვენს სურვილებთან დაკავშირებით. მრავალფეროვანი მოვლენებით დახუნძლული დღე მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ, იყავით გაბედული, პირდაპირი და დაიცავით საკუთარი ინტერესები.

სასწორი

ფიზიკურ თუ ნერვულ გადაღლას ვერ აიცილებთ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.

მორიელი

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, გაანალიზეთ საკუთარი პრობლემები, განვლილი ცხოვრება, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, ეს დაგეხმარებათ სამყაროსგან პასუხების მიღებაში და მომავლის უკეთ დაგეგმვაში.

მშვილდოსანი

თქვენი მიზნების მისაღწევად სრულიად არაა საჭირო სიახლეების ძებნა, ისინი მოულოდნელად თავად გეწვევიან და იმ გზებზეც გაგიყვანენ, რომლითაც წარმატებით იასპარეზებთ.

თხის რქა

იზრუნეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და სულიერებაზე, რაც მეტად აიმაღლებთ სულიერებას, მით მეტად მოაგვარეთ მატერიალურ სფეროს და გაგიადვილდებათ პრობლემების მოგვარება.

მერწყული

მოსალოდნელია დაპირისპირება ოჯახის ასაკოვან, უფროსი თაობის ადამიანებთან , შესაძლოა ეს თქვენი უგულისყურობის შედეგი იყოს ან შესაძლოა მატერიალური დახმარება ესაჭიროებათ. იყავით გულისხმიერი მათ მიმართ.

თევზები

სასიკეთოა საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არის მოულოდნელობების ალბათობაც, რაც შეცვლის თქვენს გეგმებს და შესაძლოა დაკავდეთ სხვათა პრობლემების მოგვარებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100