სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქმიან პარტნიორებზე, რომელთა შორის არიან ადამიანები, ვისაც თქვენი წინსვლა არ უხარიათ. კარგი დღეა კომპლექსებთან და ფობიებთან სამუშაოდ.

კურო

ღალატის, კამათის და გარჩევების დიდი ალბათობაა. ახლა ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომანქანის მართვისას.

ტყუპები

გაურკვევლობები ქაოსს შემოიტანს ყველგან და ყველაფერში. ძალიან ცვალებადი დღეა, წამიერად იცვლება სიტუაციები თქვენს გარშემო, ერთმანეთს ცვლის აღმასვლა და მარცხი.

კირჩხიბი

შესაძლოა აზარტის მოძალება, თუ გონიერებას და სწორ სტრატეგიას გამოიყენებთ ბევრ სასიკეთო საქმეს ძალიან იოლად და მარტივად გაართმევთ თავს და ძველ პრობლემებსაც დაემშვიდობებით.

ლომი

გაგიჭირდებათ თავის დაღწევა წარსულზე ფიქრებისგან, ეს კი ხელს შეგიშლით კონცენტრირება მოახდინოთ რეალობაზე. შეეცადეთ გათავისუფლდეთ ძველი წყენებისგან.

ქალწული

თქვენს კრიტიკულ შენიშვნებს შესაძლოა კონფლიქტები მოჰყვეს, ერიდეთ კომუნიკაციებს და ნეგატიურ გამოთქმებს, რათა არ დაიძაბოს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

სასწორი

სასიკეთოა დაასრულოთ და კორექცია შეიტანოთ ძველ საქმეებში, თვალი გადაავლეთ ძველ ხელშეკრულებებს, საქმიან წერილებს, დაკავდით მათი ანალიზით და იმუშავეთ ძველი შეცდომების გამოსწორებაზე.

მორიელი

დღის აქტუალური თემა საინფორმაციო და ყვითელი პრესა იქნება. სერიოზულად მოეკიდეთ და საიმედო წყაროებთან გადაამოწმეთ ამ პერიოდში მიღებულ ინფორმაცია.

მშვილდოსანი

შეეცადეთ თავიდან აირიდოთ გაუგებრობები, ერიდეთ ტყუილს, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია იზრუნოთ თქვენს სულიერებაზე, კარგია ლოცვა და მონანიების პრაქტიკები.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ თქვენი საუბრის მანერას, ისაუბრეთ ნელა და ფრთხილად, რადგან ამ პერიოდში რთულდება კომუნიკაციები, ძნელი ხდება თქვენი გაგება, რაც გაღიზიანებას და უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მერწყული

მოსალოდნელია დაკავდეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებით, სასურველია შეამოწმოთ თქვენი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა.

თევზები

შესაძლოა უცხოეთიდან უსიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ, რაც ძალიან აგაფორიაქებთ და დაგანაღვლიანებთ. ამ ეტაპზე მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100