სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დროა წინა დღის იდეების ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. საქმიანი კონტაქტები და კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი, რაც დადებითად აისახება საყვარელ ადამიანებთან და კოლეგებთან ურთიერთობაზე.

კურო

თუ შვილები გყავთ, შეეცადეთ მათ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ მათთვის პირადი მაგალითი აღზრდის საუკეთესო გზაა. ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებებს გპირდებიან.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპ მამაკაცებს ურჩევენ, რომ არაფერი აურიონ და ყველაფერი დროულად აკეთონ. ამ დღეს წარმატების გასაღები შრომასა და კეთილსინდისიერებაშია! ქალებს სასიყვარულო საქმეებში წარმატება ელით. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი ან ძველ სიყვარულთან შეხვედრა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ცრუ დაპირებებისგან. ეს შეიძლება უბედურების მიზეზი გახდეს.

კირჩხიბი

ტყუილად ნუ მოინდომებთ, რომ სხვებისგან გამორჩეული გახდეთ. ეცადეთ, ჯერ ძველი საქმეები დაასრულოთ და გაბედული პროექტები უფრო შესაფერის დროს განახორციელოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მძიმე ფიზიკურ შრომას და სტრესს უნდა ერიდოთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ სამუშაომ თქვენგან მაქსიმალური დისციპლინა და ორგანიზებულობა მოითხოვოს. გარშემო მყოფების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა ამ დღის უარყოფით ტენდენციებს გაანეიტრალებს.

ქალწული

ვარსკვლავები მოგებას გპირდებიან. თქვენი ენთუზიაზმი გარშემო მყოფებს თქვენთან თანამშრომლობისკენ განაწყობს. შესაძლებელია, წარმატებული გარიგება განახორციელოთ. კარიერულ კიბეზე მოსალოდნელია გადაადგილება, მაგრამ რომელი მიმართულებით, ეს მხოლოდ თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული.

სასწორი

ეს დღე შეიძლება უმიზეზო შფოთვით და უკმაყოფილებით დაიწყოს. მოსალოდნელია პრობლემები ბიზნესში და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, რაც ყველას და ყველაფრის მიმართ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეცადეთ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ ბევრი პრობლემის მიზეზი თავად ბრძანდებით. გაორებული პირადი ცხოვრება აუტანელია, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

მორიელი

საშიში დღეა, რომელსაც საბუთებთან დაკავშირებული გაოგებრობები, ინფორმაციის დაგვიანება და შემოწმებები ახლავს. არ დათანხმდეთ პარტნიორებისა და კოლეგების, ერთი შეხედვით, მომგებიან შეთავაზებებს. პირად ცხოვრებაში მზად იყავით მცირე გაუგებრობისთვის და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აგრესიის გამოხატვისგან - ამით მხოლოდ მოიგებთ.

მშვილდოსანი

ურთიერთობისთვის უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის დახმარების ან მფარველობის სურვილმა შეიძლება, გაუგებრობა გამოიწვიოს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას - მას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

თხის რქა

ტყუილების და პირად ურთიერთობებში იმედგაცრუების დღეა, რაც უსიამოვნებებს მოგიტანთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან დღეს მაინც ვერაფერს შეცვლით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მკურნალობისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შესაძლებლობა. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნებათ.

თევზი

შესაძლოა, ეს დღე კამათით დაიწყოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ნებისყოფა და ძალა არ გყოფნით, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, რისთვისაც დიდი პოტენციალი გაქვთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება გაჭიანურდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100