სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოთმინება და მხოლოდ მოთმინება მოგიტანთ წარმატებას და გამარჯვებას. ხელგაშლილობამ და გულუხვობამ შესაძლოა ოჯახის წევრები გაანაწყენოს და თქვენს მიმართ უნდობლად განაწყოს.

კურო

ყური მიუგდეთ თქვენს გულს და დიდად ნუ ენდობით სხვათა რჩევებს. შეეცადეთ ხელში აიღოთ სადავეები, მოირგოთ ინიციატორის როლი და მოვლენები სასურველ მხარეს მიმართოთ.

ტყუპები

ირგვლივმყოფებთან გაუგებრობები და ზეწოლაა მოსალოდნელი. შედეგად გარკვეული დრო დაგჭირდებათ მოდუნებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად. მთავარია არ დაარღვიოთ სამართლიანობის პრინციპები.

კირჩხიბი

ერთგვარი განახლების დღე შეიძლება იყოს თქვენთვის. პროფესიონალური განვითარება, ხელს უწყობს ავტორიტეტის ზრდას, რაც კარგ შემოსავლებს და საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ.

ლომი

ნუ წამოეგებით ვიღაცის უგუნურ პროვოკაციას, შეეცადეთ თავი აარიდოთ გარშემომყოფთა ნეგატიურ ზემოქმედებას. მიუხედავად ყველაფრისა, იმოქმედეთ, შანსი გექნებათ აისრულოთ თქვენი სურვილები.

ქალწული

თუ საქმეს მეტი სერიზოულობით მიუდგებით თავს დააღწევთ თიითქოს დაპროგრამებულ, მექანიკურ ქმედებას. ჩაუღრმავდით საკუთარ სისუსტეებს, გამოაცოცხლეთ მიძინებული გონება.

სასწორი

თავი შეიკავეთ ინოვაციებისა და ნაჩქარევი ქმედებებისგან. შესაძლოა მატერიალური სახის პრობლემებმაც იჩინოს თავი. გზა შედეგიანი და წარმატების მომტანია.

მორიელი

გონივრულად ხარჯეთ ფინანსები. სასიამოვნო მოულოდნელობა გელით, გავლენიანი პირების მფარველობის შედეგად მსხვილ ფინანსურ გარიგებას მიაღწევთ მეტად პერსექტიულ საქმესთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ საქმიან ქაღალდებზე ხელმოწერისა და ფულად საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებში. პროფესიულ საქმიანაში მოშურნეებისა და არაკეთილმოსურნეთა გააქტიურებაა მოსალოდნელი.

თხის რქა

პირად საკითხებში პრობლემები და ეჭვები წინა პლანზეა. კომპლექსებს ასე იოლად ვერ გაუმკლავდებით. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ნუ შეეცდებით სრულყოფილი ადამიანის როლის თამაშს სხვების წინაშე.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ერიდეთ გაღიზიანებას და ექსტრემალურ სპორტს, შეეცადეთ გადაერთოთ რაიმე საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაზე და შეიქმენით მშვიდი, კომფორტული გარემო.

თევზები

ნუ გადაიღლებით ყოველდღიური რუტინით, ყურადღება გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების მიმართ. მოტყუების და დანაკარგების ალბათობაა. გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100