17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასიამოვნო შეხვედრა და ნაცნობობა გელოდებათ. დღეს მარტივად აითვისებთ ყველაფერს, ასევე ეფექტური იქნება თქვენი პროფესილი უნარების განვითარება და გაუმჯობესება.

კურო

თამამად შეუდექით საპასუხოსმგებლო საკითხების მოგვარებას, თუმცა სასურველია თავი შეიკავოთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა-განახლებისგან. აუცილებლობის შემთხვევაში კარგად მოიფიქრეთ შედეგები.

ტყუპები

ოჯახური და საყოფაცხოვრები საქმეები იქნება თქვენი ყურადღების ცენტრში, მით უმეტეს მოულოდნელი სტუმრიანობის ფონზე ეს ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელი იქნება.

კირჩხიბი

დიდი ალბათობით დღეს თქვენი გეგმების რეალიზებით იქნებით დაკავებული, თუმცა დიდ ყურადღებას და ენერგიას დახარჯავთ ოჯახის წევრებე ზრუნვასა თუ სახლის ინტერიერის განახლებაზე.

ლომი

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები. არის ალბათობა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ძალიან გაგახარებთ თქვენც და ოჯახის სხვა წევრებსაც.

ქალწული

იყავით თავდაჯერებული და დიდ ყურაღებას ნუ გაამახვილებთ ირგვლივმყოფთა შენიშვნებზე. ეს დღე ხელს უწყობს აქტიურობას და შემოქმედებას, მხოლოდ სასურვლია თავი შეიკავოთ სარიკსო მოქმედებებისაგან.

სასწორი

შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მეტი მოტივაცია გექნებათ გააგრძელოთ დაწყებული საქმეებისა და პროექტების რეალიზება. იფიქრეთ ბიზნესის გაფართოებაზე.

მორიელი

მოსალოდნელია მნიშვნელოვნად გაიზარდოს თქვენი ავტორიტეტი, რაც პოზიტიურად აისახება კარიერულ მდგომარეობასა და შემოსავლებზე. გავლენიანი ადამიანების გაცნობა პერსპექტივაში სარგებელსაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი

არ დანებდეთ დროებით წარუმატებლობას პროფესიულ საქმიანობაში და შეეცადეთ მოთმინებით დაელოდოთ უკეთეს შესაძლებლობებს. ახლო პერიოდში შემოსულ თანხა და თქვენი ოპტიმიზმი საშალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ყველა პრობლემას.

თხის რქა

სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას, შეცდომების გამო შესაძლოა ფინანსურმა დანაკარგებმა იჩინოს თავი. ყურადღებით მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს.

მერწყული

კარგი დღეა ყოველგვარი პარტნიორული ურთიერთობებისათვის, საქმიანობაში ახალი იდეებისა და სიახლეების დანერგვით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

თევზები

ფინანსურ საკითხებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ და ერიდეთ გაუაზრებელ ხარჯებს, ერიდეთ ასევე აზარტულ თამაშებს და ნუ აჰყვებით ცდუნებებს, რადგან სულსწრაფობით მოიმატებს დანაკარგების ალბათობა.

კომენტარი