სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელმძღვანელობასთან იყავით მეტად დიპლომატიური თუმცა ამავე დროს თავდაჯერებული, ვინაიდან არის ალბათობა არ მოგეწონოთ მათი მითითები, რაც დაპირისპირებისა და კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

კურო

იმოქმედეთ გამიზნული, მოფიქრებული ნაბიჯებით, მაგრამ ნუ შეეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებას, ნუ იწუწუნებთ, როგორც არ უდნა მოინდომოთ ყველას პრობლემას თქვენ ვერ გადაჭრით.

ტყუპები

აქტიურად და შეუპოვრად იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით როდის მოგაქცევენ ყურადღებას, თავადვე შეახსენეთ თქვენი პროექტი და იდეები, დღეს ნამდვილად არ დარჩებით უკმაყოფილო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

კირჩხიბი

კარგად დაგეგმილი დღე და ორგანიზებულობა დაგეხმარებით მშვიდად და გონივრულად მოაგვაროთ საქმეები, ნებისმიერ რთულ ამოცანას გაართმევთ თავს და თქვენს სასარგებლოდ გადაჭრით პრობლემებს.

ლომი

სისწრაფე, ენერგიულობა და გონებამახვილობა ის თვისებებია, რომლებიც დღეს საშუალებას მოგცემთ შესანიშნავად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, თუმცა შეიძლება შურითაც განაწყოთ ირგვლივმყოფნი.

ქალწული

თქვენი ალღო და მოხერხებულობა დაგეხმარებათ სრულიად უყურადღებოდ მიგდებულ პროექტსა თუ საქმეში დიდი სასიკეთო პოტენციალი და სარგებელი აღმოაჩინოთ. სხვების მიერ ვერ დანახული პერსპექტივები დიდ შემოსავალს გპირდებათ.

სასწორი

გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქრაოთ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და საყვედურები. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და თავი შეიკავეთ მძაფრი გამოთქმებისგან.

მორიელი

დაბნეულობის მიზეზით არ არის გამორიცხული შეცდომები ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტებთან მუშაობისას, შესაძლოა ვიღაცამ თქვენი უყურადღებობით ისარგებლოს.

მშვილდოსანი

ყურადღება მაქციეთ ახალ ინფორმაციებს, მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმისა შესაძლოა სრულიად ახალი და საინტერესო რამ შეიტყოთ თქვენი საქმიანობისთვის.

თხის რქა

მშვიდად მიჰყევით დღის ტენდენციებს და ნუ გაართულებთ სიტუაციას. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა დღეს გაგიჭირდებათ მართვის სადავეები ხელში ჩაიგდოთ და თქვენს სასარგებლოდ შეაბრუნოთ ვითარება.

მერწყული

ისაუბრეთ თქვენს იდეებსა და გეგმებზე. დღეს იოლად მიიზიდავთ თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც ასე სწრაფად და იოლად სერიოზული საქმის განვითარება.

თევზები

კარგი დღეა ახლი წამოწყებების და პროექტების რეალიზაციისთვის. წინ მშვენიერი სიახლეები გელოდებათ, შანსი გექნებათ საძირკველი ჩაუყაროთ იმ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100