სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ზოდიაქოს ნიშნის ტყუპების ნიშანში გადასვლა აშკარად სხვა ჰანგებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, გაგიმძაფრდებათ სურვილი შეიძინოთ ახალი მეგობრები, დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, თითქოს ახლა იღვიძებს და იფურჩქნება გაზაფხული თქვენს გულში. კურო არ შეანელოთ ტემპი, ახლა თქვენი დროა იაქტიურეთ, იჩქარეთ განახორციელოთ თქვენი გეგმები, იბრძოლეთ ბოლომდე, რათა ბოლოსდაბოლოს აიხდინოთ ოცნება და გამარჯვება იზეიმოთ. ტყუპები მზე თქვენს ნიშანშია, ახალ ძალებს, ახალ ენერგიას იგრძნობთ, გაგიმძაფრდებათ სურვილი შეეჭიდოთ დიდ, მნიშვნელოვან საქმეებს, ჯანსაღი მიდგომა ცხოვრებისეული საქმეეებისადმი და ენერგიულობა შემოქმედებისა და აღმშენებლობისკენ გიღებენ კარს. კირჩხიბი ჭორებისა და ინტრიგების ალბათობაა, თქვენს ირგვლივ ვიღაც მონდომებით ცდილობს პრობლემები შეგიქმნათ სამსახურშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მითქმა-მოთქმას და უკეთური ადამიანები თავად აღმოჩნდებიან თავიანთ ხაფანგში. ლომი წარმატებით გაართმევთ თავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებს, იქნება ეს ყიდვა -გაყიდვის თუ საბუთების გაფორმების თემა ან შესაძლოა წარმოების რეორგანიზაიასა და რემონტს მიუძღვნათ ეს დრო. ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება და დიდად კმაყოფილი დარჩებით. ქალწული დღეს დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენი იდეები და წახალისებულიც იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან, ამავე დროს არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადება მიიღოთ ახლობლებისა თუ მეგობრებისაგან და დამატებით სარგებელიც მიიღოთ. სასწორი დღეს თქვენს საქმიანობას მეტი ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მუხტი დასჭირდება თქვენი მხრიდან, ზერელე დამოკიდებულებით დადებით შედეგს ვერ მიიღებთ, სჯობს ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ. გამოიჩინეთ მოხერხებულობა და მოქნილობა. მორიელი თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა და კონფლიქტებისაგან და ყველანაირად ეცადეთ სამომავლოდ გადადოთ ნებისმიერი სახის გარჩევები. რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ ობიექტურობასა და სიმართლეში, დღეს გაგიჭირდებათ ამის დასაბუთება. მშვილდოსანი ოპტიმიზმი და შეუპოვრობა დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავებაში, მხოლოდ სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით შეძლებთ თავი გაართვათ უსამართლო თავდასხმებს არაკეთილმოსურნეთა მხრიდან. თხის რქა დღეს გაგიჭირდებათ კონკურენტებთან ჩვეული ხერხებით გამკლავება, მოიფიქრეთ რაიმე სხვა გზები მათთან ურთიერთობაში. მოუფრთხილდით საკუთარ ნერვებს, აკონტროლეთ ემოციები და იმოქმედეთ მხარდამჭერებთან ერთად. მერწყული სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ ჯერ კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ მოსალოდნელი შედეგები ყველა ასპექტით. ჭკვიანურად შერჩეული სტრატეგია საშუალებას მოგცემთ წარმატებით განახრცილეოთ ჩანაფიქრი. თევზები შესაძლოა საკუთარ თავში და გრძნობებში ჩაღრმავებამ სრულიად დაგავიწყოთ სამსახურეობრივი მოვალეობები და საყვედურიც დაიმსახუროთ, რეალური ცხოვრება კი თავისი გზით მიედინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100