სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პროფესიასთან დაკავშირებულ საქმეებთან სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები. ნუ შეეცდებით იმის მტკიცებას, რაც თქვენს ძალებს აღემატება.

კურო

სავარაუდოდ გამძაფრდება დაპირისპირება საკუთარ თავთან. სერიოზულად ჩაუღრმავდით ყოველივეს რაც ირგვლივ ხდება და არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც კარგა ხანია ელოდით.

ტყუპები

ყველა პირობა შეგექმნებათ წარმატებისთვის. დროა იფიქროთ ოჯახში მატებაზე, არის ალბათობა იპოვნოთ თვენი ბედნიერება და ნამდვილი სიყვარულით გაიხაროთ.

კირჩხიბი

შესაძლოა მოჭარბებული საქმეების გამო რაღაც პერიოდი უარი თქვათ თქვენთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, ახალი მნიშნელოვანი პროექტის წამოწყებაზე, თუმცა ეს მხოლოდ დროებითია, ყველაფერი მალე შეიცვლება.

ლომი

ფინანსურ სფეროში წარმატებებია მოსალოდნელი, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ დახარჯვას, ახლა არც ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვაა გამართლებული. ნუ აიღებთ კრედიტს.

ქალწული

სიფრთხილე გმართებთ საქმიან ქაღალდებთან და დოკუმენტებთან, შეეცადეთ ყურადღება გამოიჩინოთ საბუთების შევსების დროს და არ დაუშვათ შეცდომები.

სასწორი

მოაწესრიგეთ საქმეები, რათა გაუმკლავდეთ ყოველგვარ მოულოდნელობებს, მოერიდეთ დიდად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებსა და საქმეებს ამ ეტაპზე. ვინაიდან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია და სწორი გზის პოვნა.

მორიელი

ელოდეთ სამსახურეობრივ წარმატებებს, ან შესაძლოა ახალი პერსპექტიული საქმე შემოგთავაზონ, ყველაფერი დიდებულად წარიმართება და საკმაოდ სოლიდურ სარგებელსაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, არის ალბათობა შემთხვევით საიდუმლო გათქვათ და გამჟღავნდეს თქვენი სამომავლო გეგმები, იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

თხის რქა

გულმოდგინედ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები, მოიძიეთ მათთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეეცადეთ დროულად მოაგვაროთ ყველა დეტალი და იზრუნოთ შექმნათ ისეთი თანამოაზრეების ჯგუფი, ვინც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

მერწყული

ყურადღება გამოიჩინეთ გზებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან, ნუ გარისკავთ და ნუ იქნებით სულსწრაფი, იარეთ მშვიდად და ყურადღება დაუთმეთ თქვენი ავტომანქანის გამართულობას.

თევზები

შესაძლოა ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ და გადაწყვიტოთ შეცვალოთ მიდგომები სხვადასხვა საკითხების მიმართ. კარგად დაფიქრდით და რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100