კვირის პროგნოზი - რა გელით 6-12 დეკემბერს

ვერძი

საქმეში აუცილებელია ჯანსაღი აზროვნება და მიზანდასახულობა, რათა გაიზარდოს თქვენი შემოსავლები. მოუფრთხილდით რეპუტაციას. ნუ იკამათებთ. გაიზრდება პირადი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობა. კარგია მკურნალობის ჩატარება.

კურო

ინტუიცია დაგეხმარებათ ამოიცნოთ ყველა არაკეთილმოსურნე და აარიდოთ თავი მათთან ურთიერთობას. თუ გადაღლას იგრძნობთ, კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით და მშვიდად დაისვენებთ. თავი შეიკავეთ რჩეულთან ან მეუღლესთან სერიოზული ჩხუბისგან.

ტყუპები

ნუ გარისკავთ. ერიდეთ პროვოკაციებს. დაუჯერეთ გამოცდილ ადამიანებს და გაუაზრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. სასიყვარულო ურთიერთობა, საიდუმლო ხასიათის იქნება. ოჯახის წევრებთან კი, მოგიწევთ ხშირი კამათი.

კირჩხიბი

ენერგიის ნაკლებობის მიუხედავად, თავს ძალა დაატანეთ, რათა დასახული მიზნისაკენ სვლა არ შეგინელდეთ. ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნეთ, არა მარტო საქმიან პარტნიორებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც. მომავალი რჩეული კი, შეიძლება მოგზაურობისას გაიცნოთ.

ლომი

მნიშვნელოვანი პერიოდია, ამიტომ ეცადეთ იგი დინჯად და მიზანმიმართულად გაატაროთ. ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. რომანტიულ ურთიერთობაში, შესაძლოა გაჩნდეს არასასიამოვნო შეგრძნება, რაც გაზრდის შინაგან დაძაბულობას. მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ.

ქალწული

ახალი საქმის დაწყება, დროებით გადადეთ. მეტი დრო დაუთმეთ, საჭირო კავშირების დამყარებას. გადაადგილებები დამღლელი და პრობლემური აღმოჩნდება. კარგი დროა სახლის კეთილმოწყობისათვის. ჯანმრთელობის გაუარესებისას კი, ჩაიტარეთ მკურნალობა კლასიკური მედიცინის მეშვეობით.

სასწორი

დაასრულეთ ძველი საქმეები და მოემზადეთ ახალი დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული ვალებისა და კრედიტების აღება, ახალი საქმის დაწყება. სიჯიუტე და ეჭვიანობა, პირადი ურთიერთობების ჰარმონიას დაარღვევს და შესაძლოა, დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

მორიელი

შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული კავშირების გაწყვეტა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა. აზარტული თამაშები, რისკი და ფინანსური ავანტიურები, სიკეთეს ვერ მოგიტანთ და შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. კარგია ახალი ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ჯიბრში არავის ჩაუდგეთ. უცნობებს ნუ ანდობთ მნიშვნელოვან საქმეებს და ყურადღებით გადაამოწმეთ საბუთები. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს. ასევე, სიფრთხილეა საჭირო გზებზე.

თხის რქა

დაქვეითებული ენერგიის ფონზე, ეცადეთ მშვიდად იმოქმედოთ. მეგობრული შეხვედრები, ხელს შეგიშლით საქმეების დროულად წარმართვასა და დასრულებაში. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებებისას და ხელსაქმის შესრულებისას, რადგან მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

მერწყული

სჯობს შეამციროთ შეხვედრები, გადაადგილებები და მოგზაურობების რაოდენობა. პრობლემების წარმოქმნისას, არ აჰყვეთ ემოციებს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში, სიფრთხილეა საჭირო. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში კი, აქტიურ მონაწილეობას ნუ მიიღებთ.

თევზები

ჩვეულ სამუშაო რიტმს, დაარღვევს მოულოდნელი მოვლენები. წინასწარ დაალაგეთ გეგმები და მშვიდად იმოქმედეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ხშირად დასვენება და სრულფასოვანი ძილი. სასიყვარულო ურთიერთობებში, შესაძლოა შეცვალოთ არსებული მდგომარეობა.

კომენტარი