ირლანდიური ბლინები

მასალა:

¼ ლიტრი რძე

3 ცალი კვერცხი

40 გრამი თბილი კარაქი

60 გრამი შაქრის პუდრა

ცოტა ფქვილი

დარიჩინი, მუსკატის კაკალი

ცოტა რომი

შაქარი - გემოვნებით

მოვზილოთ ცომი ბლინებისათვის, გავხსნათ ფქვილი რძეში და დავამატოთ კვერცხი, კარაქი, შაქრის პუდრა, მუსკატის კაკალი და რომი. ცომი არაჟნის სისქის უნდა იყოს. ტაფაში კარგად გავაცხელოთ ცხიმი და გამოვაცხოთ თხელი ბლინები. მოვაყაროთ შაქარი, დავალაგოთ ერთმანეთზე და გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით.

კომენტარი