სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარწყვის ან ჟოლოს დესერტი ნაღებით

მასალა:

ცომისათვის:

6 ცალი კვერცხი

150 გრამი შაქრის პუდრა

100 გრამი ხორბლის ფქვილი

50 გრამი სახამებელი

ცოტა მარილი

½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

შიგთავსისათვის:

მარწყვი ან ჟოლო

ათქვეფილი ნაღები ან ნაღების კრემი

მსხვილ სახეხზე გახეხილი მარმელადი ან შოკოლადი

შაქრის პუდრა, კვერცხს გული და ლიმონის ცედრა ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთს და ვთქვიფოთ მანამდე, სანამ მასა ორმაგი მოცულობის არ გახდება. შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შევურიოთ ფქვილი და სახამებელი, დავამატოთ მარილი, შემდეგ ფრთხილად დავასხათ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები. ბისკვიტის მასა გავაბრტყელოთ 1-2 ფირფიტად და გამოვაცხოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ დარჩეს ღია ფერის და რბილი, შემდეგ ფირფიტები უნდა დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ათქვეფილი ნაღები შევურიოთ მარწყვს ან ჟოლოს, ბისკვიტის ნაჭრებს წავუსვათ ეს მასა და ზემოდან ასეთივე ნაჭრები დავაფაროთ. თითოეულ ნამცხვარს ზემოდან წავუსვათ მარმელადი ან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100