ბულგარული სუპი “ჩორბა-ტოპჩეტა”

მასალა:

70 გრამი დაჭრილი ხორცი და ხორცის ფარში (გადავურიოთ)

30 გრამი ბრინჯი

1 კონა ოხრახუში

2 კვერცხი

25 გრამი კარაქი ან მარგარინი

50 გრამი ფქვილი

60 გრამი იოგურტი

ნახევარი ლიტრი წყალი

50 გრამი ხახვი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

ხორცი კარგად გადავურიოთ მცირე რაოდენობის წვრილად დაჭრილ ხახვთან, ნახევარ კონა ოხრახუშთან და 1 კვერცხის ცილასთან ერთად. დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მიღებული მასისაგან მოვამზადოთ მცირე ზომის ბურთულები. ვხარშოთ 30 წუთი, დავუმატოთ ბრინჯი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი. ავურიოთ იოგურტი, კვერცხის გულები და ფქვილი მცირე რაოდენობის შეგრილებულ სუპთან ერთად, შევურიოთ დანარჩენ სუპს ქვაბში და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავამატოთ კარაქი და წიწაკა გემოვნებით.

კომენტარი