
ალუჩის ან ტყემლის მურაბა
მასალა:
ტყემალი ან ალუჩა - 1 კილოგრამი
შაქარი - 1,5 კილოგრამი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ტყემალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ სიროფში; ასე გავაჩეროთ მეორე დღემდე ფაიფურის ჭურჭელში. მეორე დღეს სიროფი გადავწუროთ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ ნახევარი საათი; შემდეგ ისევ ჩავყაროთ ტყემალი, კიდევ გავაჩეროთ, მესამე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით.
მსგავსი სიახლეები
ხაჭაპური ლუდის ცომით...
12:26 12.02
ასე ტრიალებს სამზარეულოში ულამაზესი...
14:06 29.01
ოროგინალური ტორტი ქართულ ქორწილში...
15:24 08.08
ფეხსაცმლის ფორმის ნამცხვრები (ფოტო)...
12:24 24.06
ბრაუნის ნამცხვარი ბანანით (რეცეპტი)...
12:45 20.06
ეს ნამცხვრები ხელოვნების ნიმუშებია ...
15:17 12.06
კომენტარი