ორცხობილა მუსკატის კაკლით

250 გრამი შაქარი

250 გრამი ტკბილი ნუში

2 ცალი კვერცხი

8 გრამი დარიჩინი

8 გრამი მუსკატის კაკალი

4 გრამი მიხაკი

1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

2 სუფრის კოვზი ფქვილი

შაქარი ვთქვიფოთ კვერცხთან ერთად 15 წუთის განმავლობაში. ნუში გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, შევურიოთ სხვა სპეციებს და ფქვილს და მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ მრგვალი ფიგურები და გამოვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.

კომენტარი