სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოშუშული კომბოსტო რუმინულად

მასალა:

600 გრამი ღორის ხორცი

2 თავი ხახვი

1 სუფრის კოვზი ცხიმი

½ ჭიქა ბრინჯი

800 გრამი მჟავე კომბოსტო

1/3 ჭიქა რძე ან ხორცის ბულიონი

1-2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 არასრული ჩაის კოვზი ზირა

1 ჩაის კოვზი წითელი დანაყილი წითელი პილპილი

¼ ჭიქა ნაღები

1 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე

მარილი

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხიმში. ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შევურიოთ ხახვი და მოხარშული ბრინჯი. ქვაბს წავუსვათ ცხიმი, მოვათავსოთ შიგნით მჟავე კომბოსტო ტმინთან ერთად, შემდეგ ხორცი, ასე გავაგრძელოთ თანმიმდევრობით. დავასხათ წყალი, დავახუროთ თავსახური და შევდგათ მოსაშუშად ღუმელში. სუფრაზე მიტანამდე ცოტა ხნით ადრე ფქვილი გავხსნათ რძეში ან ბულიონში, დავუმატოთ ტომატ-პიურე და წამოვადუღოთ. მოშუშული კომბოსტო ძალიან წვნიანი უნდა დარჩეს. შუშვის ბოლოს შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვაყაროთ კერძს მარილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100